I საუკუნის შესახებ…
ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში,მსოფლიოს უდიდეს ქალაქს “მარადიული ქალაქი” – რომი წარმოადგენდა.მისი მოსახლეობა 800 ათასიდან მილიონამდე მერყეობდა.რაც შეეხება მსოფლიოს მოსახლეობის სრულ რაოდენობას,ზუსტი ცნობები ამის შესახებ არ არსებობს.თუმცა ისტორიკოსთა ვარაუდით ამ პერიოდში დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 200-დან 231 მილიონამდე უნდა ყოფილიყო.ყველაზე დასახლებულ ადგილებად მიჩნეული იყო მდინარეების – განგის,ტიგრის,იანძისა და პოს სანაპიროები. ახ.წ.აღ-ით I საუკუნისათვის,მანდილოსნებს არ ჰქონიათ დიდი გავლენა საზოგადოებაში.შესაბამისად მათი სოციალური,ეკონომიკური და იურიდიული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო.ისინი სრულიად იყვნენ დამოკიდებული ოჯახში მყოფ მამაკაცებზე (მამა,ძმა,მეუღლე).მათ არ გააჩნდათ იურიდიული უფლება,რომლის თანახმადაც შესაძლებლობა ექნებოდათ ქმარს გასცილებოდნენ (რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო ამისათვის). (ავტორი გენია.ჯი)
I საუკუნის ბოლოსათვის ჩინეთის მოსახლეობა 57,671,400 ადამიანს შეადგენდა.იგი იმ პერიოდის მსოფლიოშიც ერთ ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩეოდა.პირველი ისტორიული აღწერა მოსახლეობისა ჩინეთში იღებს სათავეს ხანის დინასტიის პერიოდში( I საუკუნე).მოსახლეობის აღწერის მიზეზი,ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლების ზრდისთვის იყო გათვლილი.ჩინეთის ხელისუფლება ვარაუდობდა,რომ საყოველთაო აღწერის შემდეგ გადასახადების გადახდას თავს ვერავინ აარიდებდა.ეს საუკუნე გამოირჩა ასევე საშინელი სენით – ბავშვთა სიკვდილიანობით,ფაქტიურად ახალშობილების 75%-ი ერთ წლამდე ასაკში იღუპებოდა. I საუკუნე იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი,რომ ადამიანმა პერგამენტზე წერის ნაცვლად ხის თხელ დაფებზე დაიწყეს წერა.ასეთ ხის დაფებს – “კოდექსები” ერქვათ და ისინი წიგნის წინამორბედებად არიან მიჩნეული.პირველი საუკუნის მოდაში,ერთობ პოპულარული იყო ტუნიკისა და ტოგას ტარება. I საუკუნე მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ყველაზე უმნიშვნელოვანეს თარიღად არის მიჩნეული,რადგან ამ დროს ქვეყნიერებას მოევლინა,სრულიად ახალი და ჭეშმარიტი რეგილია – “ქრისტიანობის” სახით. (ავტორი გენია.ჯი)