სელიმ II-ეს ბიოგრაფიიდან…

ოსმალეთის სულთანი 1566-1574 წლებში - სელიმ II (რომელსაც ზედსახელათ “ლოთად” მოიხსენიებდნენ),იმდენად დიდი მოყვარული გახლდათ ღვინის სმის,რომ იგი საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოქტრინადაც კი აქცია.მას ამ ქვეყანაზე,მხოლოდ ორი რამ აღელვებდა: ღვინო და ეპიკური პოეზია.სულთნისათვის კიპრის ღვინო ერთ-ერთ საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა.სწორედ ამიტომ,მისთვის ეს ღვთისნიერი სასმელი სისტემატურად ჩამოჰქონდათ კუნძულ კიპრიდან.ერთხელაც,სელიმ II-ეს მრჩევლებმა ურჩიეს,რომ მათ ლაშქარს კიპრზე გაელაშქრა.რადგან მისი დაპყრობით ოსმალეთი არა მარტო იმპერიის ტერიტორიებს გააფართოებდა,არამედ ხელთ იგდებდა კიპრზე მდებარე სულთნის უსაყვარლესი ღვინის მარაგებსაც,რომლის შესყიდვაშიც სახელმწიფო ხაზინა ძალიან დიდ თანხებს იხდიდა.აღნიშნული რჩევა სელიმ II-ეს ჭკუაში დაუჯდა და დიდი სიხარულითაც დათანხმდა მათ.სუთნისათვის ტერიტორიების გაფართოება იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა,რამდენადაც კიპრის ვენახებისა და ღვინის მარაგების ხელში ჩაგდება.შესაბამისად,მას,მრჩევლებისაგან განსხვავებით სხვა მიზანი ამოძრავებდა.მალევე,ოსმალეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა კიპრს,რა დროსაც ათიათასობით მოლაშქრე თურქი შეესია ამ ულამაზეს კუნძულს. (ავტორი გენია.ჯი) ოსმალებსა და კიპრელებს შორის სისხლისმღვრელ ომს ოცი ათასამდე ადგილობრივი მოსახლე ემსხვერპლა.ოსმალეთის მიერ კიპრზე თავდასხმა,დასავლეთის ქვეყნებისათვის დიდი უკმაყოფილების მიზეზად იქცა და შექმნეს კიდეც ალიანსი – ესპანეთმა,ვენეციამ,გენუამ და რომმა.დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადება.ალიანსის ჯარებსა და ოსმალეთის იმპერიის ლაშქარს შორის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა შედგა ლეპანტოში,რომელიც დასავლეთის ქვეყნების ალიანსის დიდებული გამარჯვებით დასრულდა.სელიმ II-ის იმპერიის ფლოტის 90%  აღნიშნულ ბრძოლაში განადგურდა,რასაც 30 000 თურქი მებრძოლის დაღუპვაც მოჰყვა.აღსანიშნავი ფაქტია,რომ სელიმ II საშინელ მარცხს დიდად არ აღუშფოთებია,რადგან იგი,თუკი ვერ დალევდა კიპრის ღვინოს,მისდა საბედნიეროდ ამ ქვეყანაზე არსებობდა სხვა ქვეყნების ღვინოებიც.შესაბამისად,იგი თავს დამარცხებულად არც კი მიიჩნევდა.მისმა უგუნურმა მმართველობამ,წელში გატეხა ოსმალეთის ერთ დროს უძლიერესი იმპერია.ფაქტია,რომ სელიმ I,ემსხვერპლა იმას,რაც ყველაზე მეტად უყვარდა,ესე იგი – ღვინოს.1574 წლის 13 დეკემბერს,ტოპკაპის სასახლის ჰარემში,საშინლად გამომთვრალი სულთანი წაიქცა,რა დროსაც თავი მარმარილოს ფილას ჩამოარტყა და ადგილზევე აღესრულა.ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო,მან ისტორიაში მართლაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა,რადგან იგი წარმოადგენდა იმ სულთანს,რომელმაც ღვინის სმა,სამშობლოსა და საკუთარ თავსაც კი ანაცვალა. (ავტორი გენია.ჯი)