ფედერიკო გარსია ლორკა
ფედერიკო გარსია ლორკა - დაიბადა 1898 წლის 5 ივლისს გრანადას პროვინციის სოფელ ფუენტე-ვაკეროსში (ესპანეთი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი პოეტი და დრამატურგი.გარდა ამისა,ლორკა წარმოადგენდა “27 წლის თაობის” უმნიშვნელოვანეს და აქტიურ წევრს (ჯგუფი ესპანელი მწერლების,მხატვრების,ხელოვანების და მუსიკოსების).სწავლა,სოფლე ფუენტე-ვაკეროსში მდებარე ადგილობრივ სკოლაში დაიწყო.თუმცა დაწყებით კლასებში სწავლის დროს იგი არც თუ ისე კარგი სწავლით გამოირჩეოდა.მოგვიანებით ლორკას ოჯახი საცხოვრებლად გრანადაში გადადის.1910 წლიდან აქტიურად ჩაერთო გრანადის ხელოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) 1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის,ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე.ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები,რა დროსაც დაწერა თავისი პირველი ლექსების კრებულები – (1918 წელს) ”შთაბეჭდილებები და პეიზაჟები”,რომელმაც მას ფინანსური წარმატება ვერ მოუტანა,თუმცა აღიარება კი ჰპოვა.ამავე პერიოდში დაუახლოვდა გრანადაში მაცხოვრებელ.იმ პერიოდის ინტელექტუალებს და ხელოვანებს.ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა – მანუელ დე ფალამ.1919 წელს ბინა დაიდო მადრიდის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში.იქვე დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: ანტონიო მაჩადო,პაბლო ნურედა,ხუან რამონ ხიმენესი და სხვა.განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა,კატალონიელ სიურეალისტ მხატვართან – სალვადორ დალისთან და რეჟისორ ლუის ბუნუელთან.1921 წელს დაწერა – “ლექსების წიგნი”. (ავტორი გენია.ჯი) 1926 წელს კი გამოაქვეყნა ოდა – სალვადორ დალის შესახებ.1929 წელს როგორც სტიპენდიანტი,ნიუ-იორკში გაემგზავრა.მისი იქაური ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია კრებულში – “პოეტი ნიუ-იორკში” (დაწერილი 1930 წელს და გამოქვეყნებული მისი გარდაცვალების შემდეგ).სამშობლოში დაბრუნებისას ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი – “La Barranca”.მათ შემოიარეს,ფაქტიურად მთელი ესპანეთი,რის შემდეგაც იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში.ლორკას შემოქმედებას ეკუთვნის სხვადასხვა პოეტური კრებულები – “ბოშური რომანსერო”,”სონეტები სიყვარულზე” და სხვა.ფედერიკო გარსია ლორკა წერდა პიესებსაც,მისი კალმის მიერ დაწერილ იქნა შემდეგი პიესები – “ხუთი წლის შემდეგ”,”სისხლიანი ქორწილი”,”ბერნარდა ალბას სახლი” და სხვა.მათ სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების უკვე მივიწყებული შემოქმედება.1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.ლორკა,აღზევებული მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო.1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა დააკავეს.იგი სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ,როგორც რესპუბლიკელი (თუმცა არის ვერსია,რომ იგი უგზო უკვლოდ ადიკარგა).მისი დახვრეტის შემდეგ,ესპანეთის დიქტატორის – გენერალ ფრანკოს მიერ,ესპანეთში სასტიკად იქნა აკრძალულ იქნა ყველა მისი ნაწარმოები.თუმცა ფრანკოს რეჟიმის დასრულების შემდეგ,ფრედერიკ გარსია ლორკას შემოქმედებამ,მისსავე სამშობლოში დიდი აღიარება ჰპოვა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ამ უდიდესი ესპანელი პოეტისა და დრამატურგის შედევრები,მალევე მსოფლიო დანიშნულების ლიტერატურულ ძეგლად იქცა.ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედება თარგმნილია უამრავ უცხო ენებზე.გარდა ამისა იგი აღიარებულ იქნა ეპანეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად.სამწუხაროდ,მისი საფლავი,ისევე როგორც მრავალი სხვა გენიოსისა,დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)