“რაინდის” ტიტულის გადაცემა შეცდომით…
საფრანგეთში ვიზიტის დროს,შვედეთის მეფეს გუსტავ III-ეს (1746-1792 წლები),დიდი ფრანგი სწავლულებისა და მეცნიერებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.აღნიშნული ვიზიტის დროს,ფრანგმა ინტელექტუალებმა შვედეთის მეფეს გამოჰკითხეს უდიდესი შვედი ქიმიკოსისა და მეცნიერის (უამრავი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების აღმოჩენების ავტორის) - კარლ ვილჰელმ შეელის (1742-1786 წლები),შესახებ ინფორმაცია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მეფეს დიდი თანამემამულე მეცნიერის შესახებ არაფერი სმენოდა და ეს რომ როგორმე გადაეფარა,მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.საფრანგეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ,გუსტავ III-ემ სასწრაფოდ გასცა ბრძანება “რაინდის” ტიტულით დაეჯილდოვებინათ კარლ ვილჰელმ შეელი,თუმცა ამ მეცნიერს,არც მისი მთავრობის წევრები იცნობდნენ.მეფის ბრძანება კი აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო,ამიტომ “რაინდის” ტიტული შეცდომით,სხვა შეელის გვარის მქონე პიროვნებას,კერძოდ არტილერიის ლეიტენანტს მიანიჭეს.ხოლო გენიალური ქიმიკოსი – კარლ ვილჰელმ შეელი კი კვლავ უცნობი დარჩა მეფისათვის და მისი სამეფო კარისათვისაც. (ავტორი გენია.ჯი)