ერატოსთენე კირენელი

ერატოსთენე კირენელი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 276 წელს,თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე განლაგებულ,ანტიკური ბერძნული კოლონიის ქალაქ  კირენაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი დიდი ძველბერძენი ასტრონომი,მათემატიკოსი,გეოგრაფი და პოეტი.სწორედ ერატოსთენე წარმოადგენდა იმ პირველ მეცნიერს,რომელმაც დაამტკიცა,რომ დედამიწა მრგვალი იყო.იგი კირენას ერთ-ერთი მოსახლის ეგლაოსის ვაჟიშვილი იყო.დაწყებითი განათლება ალექსანდრიაში,დიდი ძველბერძენი სწავლულისა და პოეტის – კალიმაქესაგან მიიღო.მოგვიანებით კი მისი პედაგოგი ფილოსოფოსი – ლიზნია იყო.ათენში წასვლის შემდგომ,ერატოსთენე “პლატონის სკოლას” დაუახლოვდა და საკუთარ თავს “პლატონზმის” მიმდევრადაც მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) მის კალამს ეკუთვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის –  ”ერუდიციული ენციკლოპედიის” დაწერა.გარდა ამისა,წერდა მათემატიკურ ნაშრომებს და შექმნა ტრაქტატი – “სიკეთისა და ბოროტების შესახებ”.მისმა ნაშრომებმა დიდი ადგილი დაიკავა ძველბერძნულ გრამატიკაში,ლიტერატურასა და სხვა მეცნიერებებში.ერატოსთენე თავს ფილოლოგადაც მიიჩნევდა.კალიმექეს სიკვდილის შემდეგ,ეგვიპტის მეფე პტოლემეოს III ევერგეტესმა,იგი მიიწვია ეგვიპტეში,რა დროსაც სათავეში ჩაუდგა ალექსანდრიის შესანიშნავ ბიბლიოთეკას.აღნიშნული პერიოდი კი გახლდათ ძვ.წ.აღ-ით 235 წელი.ერატოსთენეს მათემატიკური ნაშრომებიდან,დღევანდელ დღემდე ძალიან მცირე ნაწილი შემორჩა.მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გენიოსი – ერატოსთენე კირენელი,მრავალ ისეთ სამეცნიერო დარგზე მუშაობდა,როგორებიცაა – ასტრონომია,გეოგრაფია,მათემატიკა,ფილოლოგია და სხვა მეცნიერებები.მოგვიანებით,იგი გადაყენებულ იქნა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.აღნიშნულმა ფაქტმა,მასზე იმდენად ცუდად იმოქმედა,რომ საბოლოო ჯამში ძვ.წ.აღ-ით 194 წელს,სიცოცხლე სუიციდით დაასრულა (შიმშილით მოიკლა თავი).მისი სახელი კი საუკუნეების შემდეგ ეწოდა მთვარეზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს.აღსანიშნავია ისიც,რომ ერატოსთენე კირენელი,დღემდე მიჩნეულია “სამეცნიერო ქრონოლოგიის” ფუძემდებლად. (ავტორი გენია.ჯი)