გრაფი ალესანდრო კალიოსტრო – “დიდი ავანტურისტი”
XVIII საუკუნის ისტორიკოსთა გადმოცემით,ამავე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავანტურისტი - გრაფი ალესანდრო კალიოსტრო (ნამდვილი სახელი - ჯუზეპე ბალზამო),დაიბადა 1743 წლის 2 ივნისს იტალიის ულამაზეს ქალაქ პალერმოში.მისი სახელი არა მარტო ავანტურისტობასთან,არამედ მოგზაურობასთან,სასიყვარულო რომანებთან და იმ დროისათვის საიდუმლო მეცნიერების (ალქიმია) მცოდნესთანაც იგივდება.გრაფის ავანტურისტული ცხოვრებიდან გამომდინარე,მას არაერთი სახელი ჰქონდა მინიჭებული,მაგალითად: ტისკიო,მელინა,გრაფი გარატი,მარკიზ დე პალეგრინი,გრაფი ფენიქსი,ბელმონტე და სხვა.ამბობდნენ,რომ “გრაფის” ტიტული მას ბებიამ უწყალობა. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობა მედინაში გაატარა.12 წლის კალიოსტრო მონასტრიდან (სადაც ცხოვრობდა) გამოაგდეს,თუმცა მიზეზი უცნობია.მას შემდეგ პალერმოში დაბრუნდა და ნათესავებთან შეკედლება მოისურვა,მიუხედავად ამისა ის ნათესავებმა არ მიიღეს (მიზეზი ალბათ მამამისის გაბანკროტება და ვალები იყო) და კალიოსტროც ქუჩაში აღმოჩნდა.ამ ფაქტმა მისი ცხოვრების მიზნად, დიდი სახელისა და ქონების მოხვეჭა აქცია,თუ საიდან,რა საშუალებით გააკეთებდა ამას,მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.პირველ ხანებში ბრაკონიერობას ეწეოდა,შემდეგ თითქოს ჟურნალისტი იყო,რასაც მოგვიანებით სუტინიორობა და შესყიდვების მენეჯერის პროფესიებიც მოაყოლა.ამ პერიოდის მანძილზე იმდენად დაიხვეწა ყალთაბანდობაში,რომ ყალბი თეატრის ბილეთებისა და ანდერძების გაყალბების დიდოსტატადაც იქცა.ეგვიპტეში ფაკირებთან ყოფნის პერიოდში აითვისა “მაგია”,რომელიც მას შემდეგ კიდევ არა ერთი ავანტურიზმისათვის გამოიყენა.დაუმეგობრდა უამრავ აფერისტსა და მისი ხელობის მქონე ადამიანს.შეისწავლა ალქიმიაც და უკვე 13 წლის ასაკში განაცხადა,რომ მან დაამზადა ისეთი მაგიური სითხე,რომელსაც ადამიანისათვის მარადიული სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო.ასევე ამტკიცებდა,რომ შეეძლო სხვისი აზრების წაკითხვა.ადამიანებში ჰხედავდა,როგორც წარსულს,ასევე მომავალსაც.ასეთი უცნაურობებით უამრავ ადამიანს აინტრიგებდა კიდეც.რომში ყოფნის დროს მოხიბლა ულამაზესი ქალბატონი – ლორენცა ფელიჩიანე,რომელთანაც მალევე იქორწინა.მათ,ერთად იმოგზაურეს ევროპაში,რა დროსაც მაგიურ სეანსებს ატარებდა პუბლიკის წინაშე.ამ მეთოდით ცოლ-ქმარი საკმაოდ დიდ თანხებს გამოიმუშავებდა.თუმცა,ინკვიზიტორები,იმ ქვეყნებს,სადაც კალიოსტრო მაგიურ სეანსებს ატარებდა,მოუწოდებდა მათ ქვეყნიდან გაეძევებინათ იგი.მიუხედავად ინკვიზიტორთა მხრიდან დევნისა,კალიოსტრო თავისას მაინც არ იშლიდა.იმოგზაურა საფრანგეთსა და ინგლისში,სადაც აფერისტობითა და ავანტურისტობით შოულობდა სარჩო-საბადებელს.ესპანეთში ყოფნისას ჩამოაყალიბა “ქალთა მასონთა ლოჟა”,რომლის ხელმძღვანელადაც თავისი მეუღლე – ლორენცა წარადგინა.ასევე ჩამოაყალიბა “ეგვიპტური მასონური ორდენი, რომლის დიდ მეთაურადაც წარადგინა საკუთარი თავი.ამ დროს კი,ეს მისი მხრიდან უდიდესი შარლატანობა იყო,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის საშოვნელ საშუალებას წარმოადგენდა,გაბრიყვებული მოსახლეობისაგან. (ავტორი გენია.ჯი) რთული დასადგენია,თუ რა მეთოდით იწინასწარმეტყველა კალიოსტრომ საფრანგეთის რევოლუცია,ბასტილიის აღება და მარია ანტუანეტას სიკვდილით დასჯა,მაგრამ ფაქტია,რომ მან ამის შესახებ წლებით ადრე განაცხადა,ვიდრე ეს ფაქტები მოხდებოდა.1776 წელს ცოლ-ქმარი კალიოსტროები,გადავიდნენ ლონდონში,სადაც მცირე ხანი დაჰყვეს.გარდა ამისა,იყვნენ რუსეთშიც,საიდანაც ეკატერინე II-მ გააძევა.განვლილ პერიოდებში,კალიოსტრომ საკმაოდ კარგი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა,თუმცა ისინი ერთ ადგილას ყოფნას არ ჯერდებოდნენ და ყოველთვის მოგზაურობაში იყვნენ.მან მოახერხა საფრანგეთის სამეფო კარზე პრივილეგიების მოპოვება,თავისი დახვეწილი მანერებითა და მრავალმეტყველებით.თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ფრანგულ ციხეში მოხვდა,რადგან საფრანგეთის სამეფო კარის წინააღმდეგ ჩაერთო შეთქმულებაში.განთავისუფლების შემდეგ გადავიდა ინგლისში,საიდანაც მიმართავდა ფრანგ მოსახლეობას,რომ საფრანგეთის სამეფო კარი და დინასტია დაწყევლილი იყო.ზოფგიერთი ვერსიის თანახმად,კალიოსტროს მიერ მოგროვებული სიმდიდრე (ოქრო),შვეიცარიაში ინახებოდა,თუმცა მოგვიანებით,იგი მეპატრონემ სამშობლოში,იტალიაში გადაიტანა.რომში დაბრუნებისას,კალიოსტრომ და მისმა მეუღლემ ”მასონური ლოჟის” შექმნა მოიწადინეს,რასაც “რომის წმინდა ეკლესიის” მხრიდან,მისი და ლორენცას დაპატიმრება მოჰყვა.ინკვიზიცია მისგან მასონობის,ჯადოქრობისა და სხვა დანაშაულებების აღიარებას მოითხოვდა.კალიოსტრო დუმდა,თუმცა წამებას ვერ გაუძლო ლორენცომ და ყველაფერი აღიარა.ცოლმა ქმრის წინააღმდეგ მისცა ჩვენება,რითაც ძლიერ დაუმძიმა ბრალი კალიოსტროს.სასამართლომ,ლორენცას სიცოცხლის ბოლომდე მონასტერში ცხოვრება შეუფარდა (იგი იქვე აღესრულა).კალიოსტროს კი კოცონზე დაწვა მიესაჯა,თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეუცვალეს და სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.არის ინფორმაცია,რომ ვატიკანში იმ დროს როდესაც კალიოსტროს კოცონზე დაწვა შეუფარდეს,გამოჩნდა უცნობი პიროვნება,რომელმაც რომის პაპს გადასცა წერილი.წერილში მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა (თუმცა არავინ იცის რა).ამის შემდგომ რომის პაპმა კალიოსტრო შეიწყალა და შესაბამისად,სიკვდილითაც აღარ დასაჯეს.თუმცა ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა კალიოსტროსა და ლორენცას მფლობელობაში მყოფი ყველა ის ნივთი,რომლებიც მათ უამრავი ქვეყნებიდან ჰქონდათ შეგროვებული.გრაფი ალესანდრო კალიოსტრო გარდაიცვალა სან-ლეოს ციხეში,1794 წლის 26 აგვისტოს.ამ უდიდესი ავანტურისტის შესახებ არა ერთი წიგნი დაიწერა,მათ შორის გენიალური ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას მიერ დაწერილი – “ჯუზეპე ბალზამო,ანუ ექიმის ჩანაწერები”.გარდა ამისა,მის შესახებ რომანები დაწერეს – ფრიდრიხ შილერმა,ჟორჟ სანდმა,რიჩარდ ოლდინგტონმა და ალექსანდრე ტოლსტოიმ. (ავტორი გენია.ჯი)
გრაფი ალესანდრო კალიოსტრო და ლორენცა ფელიჩიანე