პრინცი სადო – “ეპიზოდი”

1735 წლის 13 თებერვალს ქვეყნიერებას მოევლინა კორეის პრინცი,რომელსაც სახელად - სადო,დაარქვეს.კორეელ ისტორიკოსთა მტკიცებით,სადოს მამას (კორეის იმპერატორს) – იონჯოს,ვაჟიშვილი გაურკვეულ მიზეზთა გამო დაბადებიდანვე სძულდა.9 წლის იყო პრინცი როდესაც დააქორწინეს.17 წლის ასაკში – სადო მამა ხდება.შვილის დაბადების შემდეგ,პრინცს – “წითელა” შეეყარა.მიუხედავად იმისა,რომ მოგვიანებით ფიზიკურად გამოჯანმრთელდა,გონებრივად აშკარად “შეურაცხადი” გახდა.დაეწყო კოშმარები და ჰალუცინაციები.გაჰყვიროდა,რომ მას ირგვლივ ეხვია ჯოჯოხეთის საშინელი არსებები. (ავტორი გენია.ჯი) 1757 წლიდან,პრიცმა სადომ საკუთარ მოსამსახურეებზე დაიწყო ძალადობა.იგი აუპატიურებდა ნებისმიერ ქალს,რომელიც მის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა.ბოლოს გაუპატიურებას და სინდისის ახდასაც აღარ სჯერდებოდა და მათ ჰკლავდა კიდეც.ასეთი საშინელი საქციელები,კორეის სასამართლო სისტემას შეუმჩნეველი არ დარჩენია და იგი დაკავებულ იქნა.მიუხედავად,მართლმსაჯულების გამოტანილი სასიკვდილო განაჩენისა და საკუთარი ვაჟიშვილის სიძულვილისა,მეფემ (როგორც წესი იყო) საკუთარი ხელით,ვერ შეძლო მისი მოკვდინება.შეურაცხადი – პრინცი სადო,გამოკეტილ იქნა ხეზე აღმართულ რკინის გალიაში,რის შემდეგაც შეუწყვიტეს ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიწოდება.რვა დღეში,1762 წლის 12 ივლისს – პრინცი სადო,შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – იონჯოს გარდაცვალების შემდეგ,სამეფო ტახტზე ავიდა,შეურაცხადი და სიკვდილით დასჯილი პრინცის – სადოს ვაჟიშშვილი -ჩონჯო.მისი მმართველობისას კი,მამამისის (სადოს) სახელი კორეაში რეაბილიტიებულ იქნა (მას მოეხსნა ყოველგვარი ბრალდება,მათ შორის ჰომოსექსუალიზმშიც).ხოლო ის ჩინოვნიკები,რომლებიც სადოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ,რეპრესირებულ იქნენ.(ავტორი გენია.ჯი)