“ავსტრალია და ოკეანეთი”

“ავსტრალია და ოკეანეთი” - წარმოადგენს დედამიწის ხმელეთის იმ ნაწილს,რომლის უმთავრესი რეგიონი ავსტრალიის მატერიკია.ავსტრალიისა და ოკეანეთის სრული ფართობი,მოიცავს დაახლოებით 8,52 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.მოსახლეობა კი 33,8 მილიონი ადამიანია.იგი შედგება ავსტრალიის კონტინენტისა და ათიათასზე მეტი კუნძულისაგან.ფართობით გამოირჩევიან ავსტრალია,პაპუა-ახალი გვინეა და ახალი ზელანდია.ეს უზარმაზარი რეგიონი გაშლილია წყნარი ოკეანის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილზე.დღეისათვის აღნიშნულ რეგიონში 14 სუვერენული სახელმწიფოა,რომელთა შორის ყველაზე “უფროსი” დამოუკიდებლობის ასაკით – ავსტრალიის კავშირია.დამოუკიდებელ ტერიტორიებს შორის აღსანიშნავია აღმოსავლეთ სამოა,გუამა და სხვა ქვეყნები,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან,პიტკერნი – გაერთიანებული სამეფოს,ხოლო ახალი კალედონია და უოლისი საფრანგეთს ეკუთვნის.ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ ავსტრალიის კავშირი და მიკრონეზია ფედერაციული ქვეყანაა.დანარჩენი ქვეყნები უნიტარულია. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ავსტრალია,ახალი ზელანდია,ტუვალუ და სოლომონის კუნძულები,მონარქიული ქვეყნები არიან.ხოლო  რესპუბლიკები კი არიან:კირიბატი,ვანუატუ,ნაურუ და ფიჯი.მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ავსტრალია,პაპუა-ახალი გვინეა და ახალი ზელანდიაა ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამორჩეული.სიმჭიდროვის მხრივ ეს რეგიონი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დანარჩენი მსოფლიოს რეგიონებს.ოკეანეთში საშუალო სიმჭიდროვე 9 კაცია 1 კვადრატულ კილომეტრზე.ავსტრალიაში კი 2 კაცია,1 კვადრატულ კილომეტრზე.მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება ფიჯი და მიკრონეზია.ურბანიზაციის თვალსაზრისით გამოირჩევიან ავსტრალია და ახალი ზელანდია;სწორედ ეს ორი ქვეყანა განეკუთვნება ამ უზარმაზარ რეგიონში განვითარებული სამყაროს ქვეყნებს,დანარჩენები კი განვითარებადი სახელმწიფოებია.ეკონომიკური ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია:ეკონომიკური თანამშრომლობის სამხრეთ-წყნაროკეანური ბიურო,რომელიც შეიქმნა 1973 წელს.შტაბ-ბინა მდებარეობს ფიჯის ქალაქ სუვაში. (ავტორი გენია.ჯი)