ინდოეთის “ეროვნული ჰიმნის” შესახებ…

ინდოეთის “ეროვნული ჰიმნის” სახელია – “ჯანაგანამანა”,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ხალხის სული”.იგი შეიქმნა 1911 წელს.ტექსტისა და მუსიკის ავტორი გახლავთ – რაბინდრანატ ტაგარა.ტაგარამ ინდოელთა ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფო სიმბოლო,თავად ინდოეთის მომავალი და პირველი პრემიერ-მინისტრის,იმ დროისათვის ინდოეთის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის (ინდოეთის ეროვნული კონგრესის) ლიდერის – ჯავაჰარლალ ნერუს თხოვნით დაწერა.პირველად ინდოეთის ეროვნული ჰიმნი – “ჯანაგანამანა”,1911 წლის 29 დეკემბერს ინდოეთის უდიდეს ქალაქ კალკუტაში,ეროვნული კონგრესის 26-ე სესიაზე აჟღერდა.აღსანიშნავია,რომ იმ პერიოდისათვის ინდოეთს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მოპოვებული არ ჰქონია.1947 წლის 15 აგვისტოს,ინდოეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.1911 წელს დაწერილი ინდოეთის ეროვნული ჰიმნი – “ჯანაგანამანა” კი დღემდე ინდოეთის ეროვნულ სიამაყედ რჩება. (ავტორი გენია.ჯი)