ვილჰელმ II – “ეპიზოდი”
ფრიდრიხ ვილჰელმ ალბერტ ვიქტორ ფონ ჰოეცოლერნი,იგივე - ვილჰელმ II (მოღვაწეობის წლები 1859-1941 წლები),ცნობილია როგორც გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი.იგი ფრედერიკ III-ისა და ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი იყო.1890 წელს,სწორედ ვილჰელმმა აიძულა გერმანიის უდიდესს პირველ რაიხსკანცლერსა და გერმანიის იმპერიის დამაარსებელს – ოტო ფონ ბისმარკს,თანამდებობა დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) მისი გადადგომის შემდეგ კი,თავად მართავდა ქვეყანას.ვილჰელმის სახელი დაკავშირებულია “გერმანიის ფლოტის” დაარსებასთანაც.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ბრემენში ვიზიტისას ვილჰელმ II-მ მოინახულა ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი,სადაც იგი ცხენზე იყო ამხედრებული.იმის გამო რომ ოტო ფონ ბისმარკი არ გახლდათ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი,მისი ცხენზე ამხედრებული ქანდაკების დადგმა ყოველგვარი სამეფო “ეტიკეტის” დარღვევა იყო.ამიტომ იგი ისე გააბრაზა ამ ფაქტმა,რომ ბრემენში თავისი მმართველობის დროს აღარასოდეს აღარ ჩასულა.
P.S. 1918 წლის ნოემბერში,გერმანიაში მონარქიის დამხობის შემდეგ,ვილჰელმმა ქვეყანა იძულებით დატოვა და ნიდერლანდებს შეაფარა თავი,სადაც 1941 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)