“მავრების დეპორტაცია ესპანეთიდან”
ესპანეთის მეფის – ფილიპე II-ის (1598-1621 წლები) მმართველობისას,იმ დროს,როდესაც ინკვიზიციზიცია ესპანური სახელმწიფოს მთავარ დასაყრდენად ქცეულიყო,ესპანელ მავრებს (მორისკებს) ბრალად დასდეს ის,რომ თითქოს ისინი,თავიანთ აფრიკელ თვისტომთა ხელშეწყობით,აჯანყების მოწყობას და ანდალუსიის დამოუკიდებელი მავრული სახელმწიფოს შექმნას აპირებდნენ.ესპანეთის უზენაესმა ხელისუფლებამ,რამდენიმე საგანგებო დეკრეტით დაამტკიცა (1609 წლის 9 დეკემბერი),რომ ესპანეთიდან უნდა გაეძევებინათ გრანადის,მურსიისა და ანდალუსიის მავრები; მეორე დეკრეტით (1610 წლის 10 ივლისი) – კასტილიელი,ესტრემადურელი და ლამანჩელი მავრები; ხოლო ბოლო მესამე დეკრეტის ძალით კი (1613 წლის 19 ოქტომბრის) - რიკოტის ხეობის მკვიდრი მავრები.ხელისუფალთა უმკაცრესი განკარგულებით,მავრებს ოცი-ოცდაათი დღის მანძილზე უნდა დაეტოვებინათ ესპანეთი.აღსანიშნავია,რომ დეპორტირებულ მავრებს თან შეიძლებოდა წაეღოთ მოძრავი ქონება,ხოლო უძრავი ქონების გაყიდვის,ან გაჩუქების უფლება არ გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,უძრავ ქონებას ადგილობრივი ფეოდალები უკეთებდნენ კონფისკაციას.აღნიშნული მოვლენების შედეგებზე,ზოგიერთი ისტორიული დოკუმენტის თანახმად ცნობილი ხდება,რომ ესპანეთიდან ოფიციალურად “დეპორტაციას” დაექვემდებარა 272,000 მავრი.სხვა წყაროზე დაყრდნობით,კი ესპანეთიდან გაძევებულთა რიცხვი 900,000 მავრს შეადგენდა.ეს რაოდენობა ესპანეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მავრების თითქმის 85%-ს შეადგენდა,ხოლო სრულიად ქვეყნის მოსახლეობის კი,4% იყო.ამ მოვლენების შედეგად,ბევრი მავრი ქრისტიანად მოექცა,ბევრიც თავის ძველ რწმენას – ისლამს დაუბრუნდა.განდევნის შემდეგ,ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დასახლდნენ.იმ ნაწილმა მავრებისა,რომლებიც მაროკოში დაბრუნდნენ 1627-1641 წლებში,იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს “ბუ-რეგრერიც” ოლიგარქიული სახელმწიფო.ათწლეულების გასვლის შემდეგ,კი მრავალმა მავრმა კვლავაც მშობლიურ ესპანეთს მიაშურა,სადაც დღემდე არიან დასახლებული. (ავტორი გენია.ჯი)