“მონობის უნიკალური სისტემა აცტეკებში”
მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხის – აცტეკების საზოგადოებაში,საკუთარი შვილების მონად გაყიდვა არა მარტო დიდ უცნაურობას არ წარმოადგენდა,არამედ ჩვეულებრივი მოვლენაც კი გახლდათ.აღნიშნულ ქმედებებს ძირითადად რაღა თქმა უნდა ღარიბი სოციალური ფენის მქონე აცტეკები სჩადიოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც უღარიბეს აცტეკთა ოჯახს გაჭირვება სხვა გამოსავალს არ უტოვებდა,ისინი შვილებს მონებად ჰყიდნენ,რასაც მათთვის ფინანსები შემოჰქონდა და შესაბამისად ასეთი ქმედება შიმშილისაგან თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებასაც წარმოადგენდა.თუკი გაყიდული ბავშვი მეპატრონესთან კარგად და ბეჯითად იმუშავებდა,მას შესაძლებლობა ეძლეოდა თავად დაეხსნა და გამოესყიდა თავი მეპატრონისაგან.მიუხედავად ამისა,მონობისაგან ასეთი მეთოდით თავის დახსნის შემთხვევები ძალიან მცირე იყო და ოჯახის მიერ გაყიდული ბავშვების უმეტესობაც,მთელ ცხოვრებას სხვისი ზედამხედველობისა და პატრონაჟის ქვეშ ატარებდნენ.აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აცტეკ მონებს,საზოგადოებაში,არც თუ ისე ცუდ სოციალურ ფენად მიიჩნევდნენ,რადგან მათ უფლება ჰქონდათ დაქორწინების,შვილების გაჩენის და საკუთარი მიწის დაუფლებისაც კი.როგორც ისტორიულად არის ცნობილი,აცტეკებს მონობის სისტემის უნიკალური სისტემა ჰქონდათ ჩამოყალიბებული და აღნიშნული სისტემა კარდინალურად განსხვავდებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიური სისტემისაგან.აღნიშნულ სისტემაში,მონების შვილები,ავტომატურად მონებად არ იბადებოდნენ (როგორც ეს სხვაგან იყო მიღებული).აღსანიშნავი ფაქტია,ისიც,რომ თავად მონებსაც შეეძლოთ თავიანთი მონები ჰყოლოდათ და ჰქონოდათ უძრავი,თუ მოძრავი ქონება.გარდა ამისა,ის მონა,რომელიც საკუთარი პატრონისაგან გაქცევას მოახერხებდა და საკუთარი პატრონი გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ აღმოაჩენდა,იმთავითვე ხდებოდა თავისუფალი ადამიანი.იმ შემთხვევაში,თუკი მონა გაქცევას შეძლებდა,მისი კვალში ჩადგომა მეპატრონის და მისი ნათესავების გარდა არავის შეეძლო.აცტეკებში მონობის უნიკალური სისტემა,სახელშეკრულებო დამოკიდებულებას უფრო ჩამოჰგავდა,ვიდრე თანამედროვე შეხედულებას მონობისადმი. (ავტორი გენია.ჯი)