იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ქართველი მსახიობის – ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების შემდეგ,ასევე უდიდესმა ქართველმა პოეტმა – შოთა ნიშნიანიძემ მას მიუძღვნა დიდებული ლექსი,სახელწოდებით – “გამოთხოვება”,რომლის შესავალშიც “გულმოკლული” და საკუთარ თავზე გაბრაზებული პოეტი წერდა:

“ცუდი კაცი ვარ

და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის:

ცოცხალი როცა აღარა ხარ,

ლექსს მაშინ გიძღვნი”.

2. კარატეში გამოყენებული თითქმის ყველა იარაღი სასოფლო-სამეურნეოა,რადგან ამ აღმოსავლურ ორთაბრძოლაში,რომელსაც სათავე ჩაეყარა იაპონიის კუნძულ ოკინავაზე,გლეხებს აკრძალული ჰქონდათ საომარი იარაღის ტარების უფლება.

3. პირველი ფასიანი კინოსეანსი ისტორიაში,შედგა 1895 წლის 28 დეკემბერს,პარიზში,კაპუცინების ბულვარზე,ინდურ სალონ “გრანდ კაფეში”.

4. “წიგნის საერთაშორისო დღე” – ოფიციალურად,ყოველი წლის 23 აპრილს აღინიშნება და თარიღად 23 აპრილი სიმბოლურად იმიტომ იქნა არჩეული,რომ ამ რიცხვსა და თვეში აღესრულა სამი უდიდესი ლიტერატორი,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში: უილიამ შექსპირი,მიგელ სერვანტესი და ლოპე დე ვეგა.

5. შარლოტა კორდე მარატის მკვლელობისათვის სიკვდილით იქნა დასჯილი.ჯალათმა,რომელმაც მარატის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო,მისი მკვლელის მოკვეთილ თავს სილა გააწნა.ამ საქციელისათვის,რომელსაც “პიროვნების შეურაცყოფის” კლასიფიკაცია მიენიჭა,კონვენტის ბრძანებით ჯალათი სამსახურიდან იქნა დათხოვილი.

6. დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და მამულიშვილის – პავლე ინგოროყვას კუბო მხოლოდ 4 კაცს მიჰქონდა რუსთაველზე.როდესაც როსტომ ჩხეიძე (რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც დიდი ქართველი მამულიშვილის კუბოს მიასვენებდა) ძალიან დაიღალა,რაოდენ სამწუხარო და საოცარიც არ უნდა იყოს არავინ გახლდათ ისეთი,ვინც დიდი ქართველის კუბოს ტარებაში დაეხმარებოდა ამ ოთხ ადამიანს.თუმცა სრულიად შემთხვევით ვინმე უცნობმა ღვთისნიერმა გამვლელმა შეამჩნია რა როსტომს დაღლა მას შეენაცვლა.მისი სახელი კი დღემდე უცნობია. (ავტორი გენია.ჯი)

7. ფინეთში  სულ 166 888 ტბაა.

8. მდინარე – ტაჯურა,რომელიც მდებარეობს ჩრდილო აღმოსავლეთ აფრიკაში,ერთადერთი მდინარეა მსოფლიოში,რომელიც ყურიდან ტბაში ჩაედინება და არა პირიქით.

9. ერთ-ერთმა პირველმა პროფესიონალმა მოჭადრაკემ – ფილიპ სტამმა 1737 წელს გამოსცა წიგნი,სადაც ყველა მოჭადრაკეს ურჩევდა თამაშის დროს გამოეყენებინათ სამხედრო სტრატეგის რეკომენდაციები.

10. პირველ სწავლულ-მეცნიერ ქალად,დღემდე მიჩნეულია დიდი ძველბერძენი,ნეოპლატონიზმის სკოლის ხელმძღვანელი – ილატია ალექსანდრიელი (370-415 წლები). (ავტორი გენია.ჯი)