“ტრნოპოლეს საკონცენტრაციო ბანაკი”
“ტრნოპოლეს საკონცენტრაციო ბანაკი” – წარმოადგენდა სერბეთის ხელისუფლების მიერ 1992 წლის მაისში,სერბებისა და ბოსნიელების ომის პერიოდში (1992-1995 წლები),ქალაქ პრიედორთან ახლოს მდებარე სოფელ ტრნოპოლეში (ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ჩრდილოეთით) დაარსებულ ტყვეთა ბანაკს.მასზე ზედამხედველობის ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა სერბულ სამხედრო-პოლიციურ დანაყოფს. XX საუკუნის დასასრულს შექმნილ,ამ საშინელ დაწესებულებაში,ათავსებდნენ ბოსნიელ და ბოსნიელ-ხორვატ მოქალაქეებს.როგორც სერბული მთავრობა ირწმუნებოდა,აღნიშნული ბანაკი გახლდათ მხოლოდ “სატრანზიტო” ფუნქციების მატარებელი დაწესებულება პრიედორი რაიონის მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის.თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის,უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშში მითითებული იყო,რომ “ტრნოპოლეს ბანაკი” ერთგვარი პლაცდარმის როლს თამაშობდა,რეგიონიდან ბოსნიელებისა და ბოსნიელი-ხორვატების (ძირითადად ბავშვების და ქალების) დეპორტაციისათვის. (ავტორი გენია.ჯი) საკონცენტრაციო ბანაკის ხსენებისას,ყველას თვალწინ ფაშიზმი წარმოგვიდგება,თუმცა საუბედუროდ კაცთა მოდგმამ,ისტორიიდან ვერაფერი ისწავლა და პირიქით,კვლავაც,კიდევ უფრო “დახვეწილი” მეთოდებით აგრძელებს ისეთი საშინელი დაწესებულებების შექმნას,სადაც ყოველგვარი ადამიანური თვისება – დაკარგულია.”ტრნოპოლეს საკონცენტრაციო ბანაში” მოქმედებდა უმკაცრესი და სასტიკი შინაგანაწესი.იქვე მიმდინარეობდა,ადამიანების როგორც წამება,ასევე გაუპატიურება და მკვლელობები.გარდა ამისა ბანაკის ტყვეები მოკლებული იყვნენ ელემენტარულ კვებასაც კი.”გაეროს” ცნობის თანამად ბანაკში სულ 6000-მდე პატიმარი იმყოფებოდა,მათ შორის 300 ბავშვი.ოფიციალური ცნობების თანახმად,მათგან მოკლულ იქნა მინიმუმ 20 ადამიანი.თუმცა არაოფიციალური მონაცემებით,ბანაკის ტერიტორიაზე განადგურებულ იქნა 170-დან 500-მდე პატიმარი.ნაწამები კი იქნა ასეულობით უდანაშაულო ადამიანი.”ტრონოპოლეს საკონცენტრაციო ბანაკის” არსებობის შესახებ,საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ბრიტანული ტელეკომპანიის ITN-ის მიერ.აღნიშნული ტელეკომპანიის თანამშრომლის ფიკრეტ ალიჩის მიერ გადაღებულმა ფოტომ ტრინოპოლეში,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ჟურნალის Times-ეს გარეკანზე დაიდო ბინა,რამაც მთელი ცივილიზებული სამყაროს აღშფოთება გამოიწვია (აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მოგვიანებით,აღნიშნული ფოტო,ფალსიფიცირებულად იქნა მიჩნეული).1992 წლის ნოემბერში,მას შემდეგ,რაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა “ტრნოპოლეს საკონცენტრაციო ბანაკის” არსებობა იგი სასწრაფო წესით იქნა დახურული.თუმცა აქვე მინდა მკითხველო ავღნიშნო,რომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიებზე (ხორვატიაში,ბოსნიაში და სხვა რეგიონებში) ასეთი ბანაკები მრავლად არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი)