პოლიკლიტოსი – “ეპიზოდი”
დიდი ძველბერძენი მოქანდაკე და ხელოვანი – პოლიკლიტოსი,ერთი და იმავეს ამსახველ ქანდაკებას ქმნიდა: ერთი ბრბოს გემოვნებას აკმაყოფილებდა,მეორე კი ხელოვნების წესებს ემორჩილებოდა.პირველს,ბევრს რომ მოსწონდა,ასე ქმნიდა: ყველა,ვინც მოქანდაკესთან მივიდოდა და რამე სურვილს გამოთქვამდა,პოლიკლიტოსი ამ სურვილებს ითვალისწინებდა,მოსულთა მითითების საფუძველზე ასწორებდა და ცვლიდა ნამუშევარს.დასასრულს მან ორივე ქანდაკება ხალხის სამსჯავროზე გამოიტანა.მოქანდაკის ერთმა ქმნილებამ ყველას მოწონება დაიმსახურა,ხოლო მეორე კი მასხრად აიგდეს.მაშინ პოლიკლიტოსმა მათ გასაგონად თქვა: “ნამუშევარი,რომელსაც აუგად მოიხსენიებთ,თქვენი ხელიდანაა გამოსული,ის კი,რომელმაც აღგაფრთოვანად,მხოლოდ მე შევქმენიო”. (ავტორი გენია.ჯი)