ტერენტი გრანელი – “ჩემი გული უფრო გამალებით სცემს შენს მოლოდინში”
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე თქვენ გიამბობთ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებთ ტირილს.
ასე გაივლის წამება ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები,
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები,ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის.