იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი - ნაპოლეონ ბონაპარტი,ჭადრაკის თამაშის დროს,როქს არასდროს აკეთებდა.მას მიაჩნდა,რომ მეფისთვის როქის გაკეთება (ანუ მეფის ფიგურისათვის საფრთხის არიდება და დამალვა),უღირსი საქციელი იყო.
2. არაბულ ქვეყნებში ქალები,მხოლოდ შავ სამოსს ატარებენ,რადგან მამაკაცთა წარმოსახვით: “ქალი მამაკაცის აჩრდილია”.
3. მსოფლიო ისტორიაში პირველი იმპერია – ასურეთის იმპერია იყო,რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით XXIV საუკუნეში და იარსება ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნემდე.
4. გენიალური ქართველი პოეტი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე - აკაკი წერეთელი,მიუხედავად იმისა,რომ მთელი ცხოვრება აქილიკებდა,ასევე გენიალურ ქართველ მწერალს – ალექსანდრე ყაზბეგს,მისი სიკვდილის შემდეგ მაინც დიდი სინანულით აცხადებდა: “ქართველი საზოგადოება ვალშია ამ დიდი ადამიანის წინაშეო”. (ავტორი გენია.ჯი)
5. კანდინავიის სამი უმშვენიერესი ქვეყანა – შვედეთი,ნორვეგია და ფინეთი,1905 წლამდე ერთიანი სახელმწიფო იყო.
6. უძველესი ეგვიპტის ფარაონთა პირველი დინასტიის დროს,ძვირფასეულობას გარდაცვლილი მმართველის სხეულთან ერთად მარხავდნენ.გარდა ამისა,მასთან ერთად ასაფლავებდნენ,მის მომსახურე პერსონალსა და ცხოველებსაც.ეგვიპტელთა რწმენით,ფარაონთან ერთად დაკრძალული ადამიანები და ცხოველები,საიქიო ცხოვრებაში ისევე დაეხმარებოდნენ მათ მბრძანებელს,როგორც სიცოცხლესი ეხმარებოდნენ.
7. ლეგენდარულმა მსოფლიოს დამპყრობმა და დიადმა მხედართმთავარმა -ალექსანდრე მაკედონელმა,პირველმა გამოიგონა და გამოიყენა ჯაშუშური ტექნიკა,რომელიც დღესაც არ ჰკარგავს აქტუალურობას.იგი თავისთავში გულისხმობდა შემდეგს: ალექსანდრე,თავის ჯარისკაცებს ნებას რთავდა,ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის წერილი მიეწერათ.შემდეგ მათ ნაწერებს ხელში იგდებდა,კითხულობდა და ამგვარად იგებდა,ვინ რა აზრის იყო მასზე.ამ მეთოდით იგი ყოველთვის აკონტროლებდა არმიაში შექმნილ განწყობილებას.
8. საქართველოში,ხარებთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ ფორმას – კორიდას,”კურულის” სახელით მოიხსენიებდნენ.
9. როდესაც უინსტონ ჩერჩილს ჰკითხეს თუ როგორ შეხვდა ხრუშჩოვის გაეროს აქტს,როცა მან ფეხსაცმელი ურტყა ტრიბუნას,პასუხი ასეთი გასცა: “საკმაოდ მშვიდად შევხვდი მის ამ გამოხდომას,მაგრამ ის რომ იგი სხდომაზე ლურჯი კოსტუმითა და ყვითელი ფეხსაცმელებით გამოცხადდა,ეს მართლაც საშინელება იყო”. (ავტორი გენია.ჯი)
10. ”როგორც ჩანს,რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანი არ იპარავს მე და შენ”, – უთხრა აღშფოთებულმა ნიკოლოზ I-მა შვილს,როდესაც ხაზინიდან უზარმაზარი თანხების დატაცების შესახებ გაიგო.აღნიშნულ ფაქტს შემდგომ უამრავი სახელმწიფო მოხელის დასჯა მოყვა.