“ბანდის სამხედრო ორდენის” რაინდებისათვის აკრძალული პროდუქტი…
კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო XI (მოღვაწეობდა 1311-1350 წლებში),გამოირჩეოდა თავისი ვერაგი,სასტიკი და გარყვნილი ბუნებით.მან,1130 წელს დააარსა “ბანდის სამხედრო ორდენი”,რომელშიც იმ პერიოდის უამრავი რაინდი გაწევრიანდა.აღსანიშნავია,რომ ორდენის წევრ რაინდებს,იმთავითვე კატეგორიულად აეკრძალათ – ხახვისა და ნივრის ჭამა.ასეთი ინგრედიენდებით დამზადებულ საკვებს ისინი – “გლეხუჭების კერძად” მოიხსენიებდნენ.ეს საოცარი წესი,შუა საუკუნეების ესპანეთის არისტოკრატიაშიც ფართოდ იქნა გავრცელებული.მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ამბობდნენ,რომ: “ღვინო და ნიორი,ეს გახლავთ გლეხუჭების ის პროდუქტები,რომელიც მაღალი წრის საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელიაო”.ნივრით შეკაზმულ კერძს ესპანელი არისტოკრატები – “გადაცმულ გლეხუჭას” უწოდებდნენ და შესაბამისად არც ასეთი კერძით იკვებებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი)