ფრანც ფონ ბოლგარი – “სადუელო კოდექსიდან”…

“დუელი” – ეს არის ორ პირს შორის წინასწარი შეთანხმების შედეგად წარმოებული ორთაბრძოლა მომაკვდინებელი იარაღით,დადგენილი წესებითა და  მოპირისპირე მხარეთა მიერ მოხმობილი მოწმეების თანდასწრებით.მიზეზი დუელისა – ეს არის ერთი პირის მიერ მეორის გამოწვევა მიყენებული შეურაცხყოფის სატისფაქციიისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)

სქემატურად “დუელის” კლასიფიკაცია ამგვარი გახლდათ:

1. უმნიშვნელო შეურაცხყოფა - რომელიც როგორც წესი,კონკრეტულ არისტოკრატიულ თუ ოფიცერთა წრეში მიღებული ურთიერთობათა ნორმების ხელყოფით გამოიხატებოდა (ეტიკეტის დარღვევა,გარეგნობისა თუ მანერების ირონიული მოხსენიება და სხვა).თუ სადუელო გამოწვევის (კარტელის) მიზეზად ქცეული ინციდენტი მიღებული წესებიდან უნებლიე გადაცდენა იყო ან მართლაც ძალიან უმნიშვნელო,შესაძლებელი ხდებოდა სეკუნდანტების მეშვეობით კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარება (როგორც წესი – მონანიების წერილობითი დასტურის საფუძველზე).თუ შეურაცხყოფილს ამგვარი მონანიება არ აკმაყოფილებდა,კოდექსის თანახმად,მას იარაღის არჩევის უფლება ეძლეოდა;
 
2. სიტყვიერი შეურაცხხყოფა - გულისხმობდა როგორც ადრესატის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ტექსტს,აგრეთვე მის დადანაშაულებას (საჯაროდ თუ ზურგსუკან) უღირს საქციელში ან თვისებებში.შერიგება აქ პრაქტიკულად გამორიცხული იყო,ხოლო შეურაცხყოფილს უფლება ჰქონდა,გარდა იარაღისა,დუელის სახეობაც აერჩია (ანუ – პირველ სისხლამდე,სერიოზულ ჭრილობამდე ან ერთ-ერთის სიკვდილამდე);
 
3. ქმედებით შეურაცხყოფა - არ გახლავთ ზუსტი ანალოგი იმისა,რასაც ჩვენ დღეს ფიზიკურ შეურაცხყოფას ვუწოდებთ,რადგან იგი გულისხმობდა ადრესატისკენ მიმართულ ნებისმიერ აგრესიულ ჟესტს ან მოძრაობას.უკიდურესი შეურაცხყოფის ფორმა აქ სილის გაწვნა იყო (და არა მუშტის) და მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით,შეურაცხყოფილის ფერხთ დაგდებული ხელთათმანი სიმბოლურად სწორედ სილის გაწვნას ასახიერებდა.სადუელო კოდექსის კლასიფიკაციის თანახმად,ეს,მესამე რანგის შემთხვევა,ანუ ქმედებით შეურაცხყოფა შეურაცხყოფილს (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგიებისა) სადუელო დისტანციის არჩევის საშუალებასაც აძლევდა (ცხადია იმ შემთხვევაში,თუ დამბაჩებით წარმოებდა ორთაბრძოლა),რასაც,პრაქტიკულად,დუელის უსისხლო ფინალი უნდა გამოერიცხა. (ავტორი გენია.ჯი)