რუაპეჰუ
რუაპეჰუ – მაორების ენაზე – “მრგვინავ უფსკრულს” აღნიშნავს.იგი წარმოადგენს სტრატოვულკანური ტიპის მოქმედ ვულკანს,რომელიც მდებარეობს ახალი ზელანდიის კუნძულის ჩრდილოეთის ცენტრალურ ნაწილში.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2797 მეტრია.აღნიშნული ვულკანი განთავსებულია ქალაქ ოჰაკუნედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში,ხოლო ტუაპოს ტბის სამხრეთ სანაპიროს,სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში.რუაპეჰუს გააჩნია სამი ძირითადი პიკი,ესენია: ტაჰურანგი (ზღვის დონიდან 2 797 მეტრი სიმაღლით); ტე ჰეუჰეუ (ზღვის დონიდან 2 755 მეტრი სიმაღლით) და პარეტეტაიტონგა (ზღვის დონიდან 2,751 მეტრი სიმაღლით).ვულკანის აქტიური კრატერი სწორედ ამ მწვერვალებს შორისაა მოქცეული.რუაპეჰუ წარმოადგენს ანდეზიტებით აგებულ წაკვეთილ კონუსს.კალთები შემოსილია წითელი წიფლით,ლიბოცედრუსითა და ბუჩქნარით.1700-2000 მეტრზე ზემოთ მასიური თოვლი და მცირე ზომის მყინვარები გვხვდება.ვულკანი რუაპეჰუს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1975 წელს; ბოლო გააქტიურება კი განხორციელდა 2007 წლის 25 სექტემბერს.აღსანიშნავია,რომ “რუაპეჰუს ვულკანი” ყველაზე მაღალი წერტილია ახალი ზელანდიის კუნძულის,ჩრდილოეთ ნაწილისა. (ავტორი გენია.ჯი)