ანრი ჯოზეფ დარგერის შესახებ…
დიდმა ამერიკელმა მხატვარმა,მწერალმა და აუტსაიდერთა ხელოვნების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ანრი ჯოზეფ დარგერმა (1892-1973 წლები),სიცოცხლის უკანასკნელი 43 წელიწადი,ერთსა და იმავე ოთახში იცხოვრა (ჩიკაგოში).იგი ერთობ ჩაიკეტა საკუთარ თავში და 25 წლის მანძილზე ურთიერთობა (ისიც მიმოწერის სახით) მხოლოდ მის იმ მეგობართან ჰქონდა,რომელიც თავად დარგერის გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე აღესრულა.შესაბამისად,მას მეგობრის გარდაცვალების შემდგომ,არავისთან აღარ დაუმყარებია კავშირები.ანრი ჯოზეფ დარგერის ცხოვრების მეტად საოცარი წესი,ქუჩებში ნაგვის შეგროვებით შემოიფარგლებოდა და ეს წესი (თუ შეიძლება ითქვას),მისი ერთადერთი გასართობიც კი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ხელოვანის გარდაცვალების შემდგომ (1973 წლის 13 აპრილს),იმ ოთახში სადაც ანრიმ უკანასკნელი 43 წელი გაატარა,აღმოჩენილ იქნა,დაახლოებით 15 000 გვერდიანი ხელნაწერი.მათში კი,თავისივე ხელით შესრულებული უამრავი ილუსტრაცია და სურათი ინახებოდა.გარდა ამისა,აღმოჩენილ იქნა დარგერის მიერ შესრულებული,საკმაოდ საინტერესო ტილოებიც.იქვე იქნა ნაპოვნი ანრის ავტობიოგრაფიული წიგნი,რომლის პირველი 106 გვერდი მის “ყოველდღიურ გასეირნებას” ეხებოდა ქალაქის ღარიბ რაიონებში.ერთ-ერთ ჩანაწერში კი იგი წერდა:
”1973 წლის 1 იანვარს ყველაზე ცუდი ახალი წელი და ქრისტეშობა გამითენდა.ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მქონია კარგი ახალი წელი და ქრისტეშობა,თუმცა ეს წელი… მე ძალიან ცუდად ვარ,მაგრამ საბედნიეროდ არა ვარ განადგურებული.ვგრძნობ და იმედი მაქვს,რომ სადღაც ამ სამყაროში კიდევ იქნებიან ისეთივე ადამიანები,როგორიც მე ვარ…”
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ამ საოცარ ხელოვანს ასეთი უცნაური სტილით ცხოვრება,საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სრულიად იზოლირება გარემომცველი საზოგადოებისაგან.დღედღეობით,”აუტსაიდური” ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის – ანრი ჯოზეფ დარგერის ნახატები,ათიათასობით დოლარად იყიდება.მის შესახებ გადაღებულ იქნა დოკუმენტალური ფილმი და გამოცემული წიგნები.დიდი ხელოვანის შემოქმედებას კი “არბ-ბრიუტის,აუტსაიდური” ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)
ანრი ჯოზეფ დარგერის შემოქმედება