“სუმოს” ისტორიიდან…
იაპონელთა სპორტის ეროვნული სახეობა – “სუმო”,ამომავალი მზის დიდებულ ქვეყანაში,უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.იგი მოიხსენიება ძველიაპონური ლიტერატურის უნიკალურ ძეგლში – “კოძიკში”,რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 712 წლით თარიღდება.მასში მოყვანილი ლეგენდის თანახმად,2500 წლის წინად ღმერთები – ტაკემიკაძუკი და ტაკემინაკატა ერთმანეთს დაეჭიდნენ (სუმოში),იმისათვის,რომ გამარჯვებულს წილად ხვდომოდა იაპონიის კუნძულები.გამარჯვება ტაკემიკაძუკის ხვდა წილად და იმავე მითოლოგიის თანახმად,სწორედ მისგან იღებს სათავეს “იაპონიის საიმპერატორო დინასტია”.სუმოს შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ხელნაწერებიდან მომდინარეობს.აღნიშნულ ხელნაწერში,იგი “სუმაის” სახელით არის მოხსენიებული. (ავტორი გენია.ჯი) სუმო,იმთავითვე ასოცირდებოდა – “სინტუს” რელიგიურ რიტუალთან.მას შემდეგ ამ სპორტის სახეობამ დიდად გაიდგა ფესვები იაპონელთა კულტურასა და სპორტში.იგი ერთგვარად ჩამოყალიბდა იაპონური საიმპერატორო კარის აუცილებელ სპორტულ რიტუალადაც.სუმოს წესები საუკუნიდან საუკუნემდე იხვეწებოდა და 794 წლიდან 1185 წლამდე პერიოდებში,ფაქტიურად სრულყოფილი (თანამედროვე) სახეც მიიღო.იმართებოდა ტურნირები,სადაც გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებით აჯილდოებდნენ.დღესდღეობით იაპონია ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე,სადაც პროფესიონალური ტურნირები ტარდება – “სუმოში”.ფალავანთა უმთავრეს ტურნირში გამარჯვებულს,საკმაოდ საოცარი პრიზები გადაეცემა და ეს პრიზები გახლავთ: ახალი ავტომობილის გასაღები ერთი წლის ბენზინის მარაგით,ათასი ცალი სოკო – “სიიტაკე”,ერთი მთლიანი ძროხის წონა გატარებული ხორცი და კოკა-კოლას ერთი წლის მარაგი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სუმოში გამარჯვებულმა ფალავანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოხატოს,გამარჯვებისაგან გამოწვეული სიხარული.”სუმო”,თანამედროვე სამყაროში,იაპონიის ერთგვარ სიმბოლოდაა აღიარებული.სპორტის აღნიშნულ სახეობაში,უამრავ უცხოელ სუმოისტთან ერთად ქართველი სუმოისტებიც იბრძვიან.მათ შორის ყველაზე სახელოვანი – ლევან ცაგურიაა. (ავტორი გენია.ჯი)