გაიუს მუციუს სცევოლას “დიდი მამულიშვილობა”
ძვ.წ.აღ-ით 509 წელს,მაშინ როდესაც რომს ალყა შემოარტყა ეტრუსკების მეფემ და მხედართმთავარმა – ლარს პორსენამ,პირტიტველა რომაელი ჭაბუკი - გაიუს მუციუს სცევოლა,რომის სენატის თანხმობის შემდეგ შეიპარა მტრის ბანაკში,იმისათვის,რომ მოეკლა ეტრუსკთა მეფე.თუკი იგი შეძლებდა მოწინააღმდეგის მხედართმთავრის ლიკვიდირებას,აუცილებლად აარიდებდა დიდ საფრთხეს რომს.მტრის ბანაკში შეღწეულმა მუციუსმა,მეფის ნაცვლად,შეცდომით,მისივე მდიდრულ სამეფო სამოსში გამოწყობილი მწერალი მოკლა.იგი ეტრუსკების მიერ შეპყრობილ იქნა და იმთავითვე სიკვდილით დასჯა მიესაჯა.მაშინ ჭაბუკმა წარბშეუხრელად გასწია მარცხელა ხელი აგიზგიზებული ნაკვერჩხლებისკენ და ისე დაიფერფლა ხელის მტევანი,რომ ერთხელაც კი არ დაუკვნესია. (ავტორი გენია.ჯი) ამ სანახაობით გაოგნებულ ეტრუსკთა მეფე პორსენას,მუციუსი მიუბრუნდა და უთხრა,რომ მას გარდა,კიდევ სამასმა რომაელმა ჭაბუკმა დაიფიცა,რომის კედლებიდან ცოცხალი არ გაეშვათ იგი და რომ პირველად მას ხვდა წილად აღნიშნული აქტის ჩადენა.შესაბამისად,მისთვის სიკვდილი არაფერს წარმოადგენდა,რადგან მის ზურგსუკან კიდევ ის 299 უმამაცესი რომაელი პატრიოტი იდგა,რომლებიც სიცოცხლეს გასწირავდნენ ამ მისიის შესასრულებლად.ამ მონაყოლით შეშინებულმა და დამფრთხალმა -პორსენამ,იმის შიშით,რომ მას აუცილებლად მოჰკლავდნენ თუ კი იგი რომის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა,სასწრაფოდ მოხსნა ალყა ქალაქს და ქალაქ კლუზიაში გაიქცა საკუთარ ჯართან ერთად.ასეთი თავდადებული გმირობის შემდეგ,პირტიტველა ჭაბუკს მუციუსს – “სცევოლა”,ანუ “ცაცია” შეარქვეს.იგი რომაული სახელმწიფოს გმირად შეირაცხა და მრავალი რომაელი ახალგაზრდისათვის სამშობლოს სიყვარულისა და მამულიშვილობის ერთგვარ ეტალონადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი)