სუდანის პირამიდები
სუდანის პირამიდები - წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო – სუდანის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში აგებულ პირამიდებს,რომლებიც აგებულ იქნა ეგვიპტის უკანასკნელი პირამიდების აგებიდან 800 წლის შემდეგ.ამ ქვეყანაში სულ 250-ზე მეტი მცირე,საშუალო და დიდი სიდიდეების მქონე პირამიდა იქნა აგებული.მათ შორის ყველაზე მცირე ზომის მქონე 6 მეტრისაა,ხოლო ყველაზე მაღალი 36 მეტრი სიმაღლის მქონეა. (ავტორი გენია.ჯი) მათი უმრავლესობა აღმოჩენილ იქნა სულ რამდენიმე წლის წინათ.ამ მიზეზით მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ სუდანელები ან განსაკუთრებით მალავდნენ მათ არსებობას,ან კიდევ არქეოლოგებისათვის უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენდა ეგვიპტის პირამიდები,რის გამოც “სუდანის პირამიდები” არ ქცეულა იმ პერიოდებში არქეოლოგთა ინტერესის ობიექტად.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,სუდანის მმართველებმა პირამიდების იდეა უძველესი ეგვიპტიდან გადმოიღეს და ეგვიპტელი ფარაონების მსგავსად სუდანის მმართველებიც ამავე პირამიდებში ჰპოვებდნენ უკანასკნელ განსასვენებელს.ცნობილია ის ფაქტიც,რომ ეგვიპტესა და სუდანს უძველესი პერიოდიდან ჰქონდათ ერთმანეთთან სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები.ამავე პერიოდებში ძველეგვიპტური ტაძრები იგებოდა არა მარტო ეგვიპტეში,არამედ სუდანის ტერიტორიაზე,მის სამხრეთ ნაწილში – ჰარტუმამდეც კი.ამიტომ მეცნიერთათვის “სუდანის პირამიდები”-ს წარმომავლობის ძიება დიდ საოცრებას არ წარმოადგენს.უძველეს სუდანში თაყვანს სცემდნენ ძველეგვიპტურ ღმერთებს და მათი არაერთი სახელობის ტაძარიც იქნა აგებული.
ეგვიპტეში პტოლემეების დინასტიის მმართველობის დასაწყისისათვის (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),სუდანელებმა თავინთი დედაქალაქი გადაიტანეს ქალაქ მეროეში.ძვ.წ.აღ-ით 300 წლიდან – ჩვ.წ.აღ-ით 350 წლამდე,მათ დედაქალაქი რამდენჯერმე შეიცვალეს,რის გამოც “სუდანის პირამიდები” ამ ქვეყნის მრავალ ადგილზე იქნა აგებული,მათ შორის ნაპატუშიც (ძველი სუდანის ერთ-ერთი დედაქალაქი).დღესდღეობით “სუდანის პირამიდები” სუდანის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაა მოქცეული და იგი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებადაა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)