ავიცენა – “ეპიზოდი”
გენიალური სპარსი ფილოსოსფოსი,პოეტი,ექიმი და აღმოსავლური არისტოტელიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმოამდგენელი - აბუ-ალი ალ-ჰუსეინ იბნ-აბდალაჰ იბნ-სინა (980-1037 წლები),იგივე ავიცენა,გარკვეული პერიოდის მანძილზე,თანამდეროვე უზბეკეთის უძველეს ქალაქ ბუხარაში ცხოვრობდა.სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა ქალაქში სახალხო მღელვარება.მოსახლეობა ყოველდღიურად გამოდიოდა ქუჩებში ხელისუფლების წინააღმდეგ.გამოსვლებს კი თან ახლდა მასიური არეულობები და ქაოსი. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას გადაწვულ იქნა ბუხარას ის შესანიშნავი (უძველესი) ბიბლიოთეკა,რომელიც ამავე ქალაქის ემირს ეკუთვნოდა.რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,ამ საძაგელ ქმედებაში ბრალი დასდეს დიდ სწავლულს – ავიცენას.სასამართლოზე წარდგენილი,სრულიად აბსურდული ბრალდება შემდეგში მდგომარეობდა: თითქოს,ავიცენას ჩადენილ აქტში,იმალებოდა სურვილი იმისა,რომ მას არ სურდა ვინმეს ესარგებლა ამ უნიკალური ბიბლიოთეკითა და უძველესი წიგნებით,რადგან არავინ გამხდარიყო მასსავით,ან მასზე აღმატებული “ბრძენი-სწავლული”.მიუხედავად ბრალდებისა,ავიცენამ თავი იმართლა და მას ვერაფერი დააკლეს.ის კი არა და, ამ ამბის შემდეგ მისი სახელი კიდევ უფრო შორს გავარდა,როგორც ბრძენი და მართალი ადამიანისა.ბუხარას უნიკალური ბიბლიოთეკა კი ანალოგიურად ალექსანდრიის შესანიშნავი ბიბლიოთეკისა,როგორც წესი არეულობასა და ქაოსს შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი)