“კოტტეს სამეფო”

“კოტტეს სამეფო” - მდებარეობდა თანამედროვე შრი-ლანკას ტერიტორიაზე,XV საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნემდე.1405 წელს შრი-ლანკას კუნძულებს ეწვია ცნობილი ჩინელი მეზღვაური – ჩჟე ხე,რათა ჩინეთის იმპერატორისათვის ძღვენის სახით წაეღო ბუდისტური წმინდა რელიქვიები – “ბუდას კბილები” და “ბუდას თმები”,რომელიც ამ ქვეყანაში ინახებოდა (აღნიშნული ბუდისტური,სიწმინდეები სინგალთა მეფის ძლაუფლების უმნიშვნელოვანეს სამეფო რელიქვიებად მიიჩნეოდა).თუმცა ჩჟეს ამ საკითხზე სასტიკი უარი განუცხადეს და ისიც უკან ხელცარიელი გაბრუნდა.ამის შემდგომ,1411 წელს იგი 3 000 ჩინელ მეომართან ერთად კვლავ დაბრუნდა აღნიშნულ ქვეყანაში,რა დროსაც შეიჭრა სინგალების დედაქალაქში და მათი მეფე – ვილა ალაკეშვარუ დაატყვევა.დატყვევებული მეფე კი ოჯახთან ერთად ჩინეთის გზას გაუყენა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის სათავეში ახალი მეფე – პარაკრამაბახუ VI მოვიდა.მიუხედავად იმისა,რომ 1414 წელს ვილა ალაკეშვარუს სამშობლოში დაბრუნებისა,მას არავითარი ძალაუფლება აღარ გააჩნდა.პარაკრამაბახუმ 1415 წელს,დედაქალაქი რაიგაამიდან – კოტტეში გადაიტანა და ამავე პერიოდიდან კოტტე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ,ეკინომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა.აღნიშნულმა მეფემ 55 წელი იმეფა.ამ ხნის მანძილზე,მან სრულიად გააერთიანა კუნძულის მოსახლეობა და იგი ერთიანი – “კოტტეს სამეფოში” გააერთიანა.ლიკვიდირება გაუკეთა ვიდჟაიანაგარის იმპერიის თავდასხმებს და ქვეყანა წელში გამართა.მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისივე შვილიშვილი – სამუპალ კუმარაეი ავიდა,თუმცა ის მალევე შეთქმულებმა მოკლეს,რის შემდგომაც ტახტი ბხუვანაიკაბახუ I-მა დაისაკუთრა.ძალაუფლებისთვის ბრძოლა არც ამის შემდეგ შეწყვეტილა,რამაც კოტტეს სამეფოზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია.სამეფოს საზღვრებში მოქცეულმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.კერძოდ –  ”ჯაფნას პროვინციამ”.ამასთანავე კოტტეს სამეფოს ცენტრალურ ნაწილში ჩამოყალიბდა – “კანდის სახელმწიფო”.აღნიშნულმა მოვლენებმა სამეფოს დასასრულის დასაწყისი განაპირობა.XVI საუკუნის დასაწყისისათვის კოტტეს სამეფო პროვინციებად დაიშალა (რომელთაც ავტონომიური სტატუსები მიენიჭათ).მოგვიანებით კი სხვადასხვა სამეფოებად დაიყო.1521 წელს მოკლულ იქნა ბხუვანაიკაბახუ I.მისმა სამმა შვილმა კი კოტტეს სამეფოს დარჩენილი ნაწილი სამად: “კოტედ’,”სიტავაკედ” და “რაიგამედ” გაყვეს და გაინაწილეს.1597 წელს კუნძულზე პორტუგალიელთა გადასვლის შემდეგ,მთელი კუნძული იურიდიულად პორტუგალიის მეფეს ფილიპე I-ს დაუქვემდებარეს.ასე,რომ ერთ დროს დიდმა “კოტტეს სამეფომ” არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა და მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა. (ავტორი გენია.ჯი)