იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილი ინგლისელი სწავლულის და სამედიცინო სფეროში ჩართული – ჩარლზ დარვინის მამა,ყოველთვის საყვედურობდა შვილს: შენ არაფერი გაინტერესებს,გარდა ძაღლებისა და ვირთხების ჭერისო.
2. გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ოგიუსტ როდენის მამა,საკუთარი შვილის შესახებ ამბობდა: ჩემი შვილი – იდიოტია,რადგან მან სამჯერ ვერ ჩააბარა ხელოვნების სკოლაშიო. (ავტორი გენია.ჯი)
3. ცნობილ რუს სწავლულს,ენციკლოპედისტსა და გენიალურ ქიმიკოსს – დიმიტრი მენდელეევს,სკოლაში ქიმიის საგანში სამიანზე მაღალი შეფასება არ ჰქონია.
4. როდესაც იტალიელმა მეცნიერმა – გილერმო მარკონიმ,რადიოს გამოგონების შესახებ საკუთარ სამეგობრო წრეში განაცხადა.რის გამოც იგი მეგობრებმა გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრთან კონსულტაციაზეც კი წაიყვანეს.
5. გამოჩენილ ამერიკელ მომღერალსა და მუსიკოს (ბევრი მელომანის კუმირს) – ელვის პრესლის,თავად არც ერთი სიმღერა არ დაუწერია.
6. მე-XVIII საუკუნეში,ერთ-ერთმა გონიერმა ფრანგმა შექმნა მომსახურების სრულიად ახალი სისტემა,სადაც სპეციალურად გაწვრთნილ ეკიპაჟებს,რომლებსაც ცხენები ეტლებში ჰყავდათ გამბული,თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტი ნებისმიერ ადგილას მიყავდათ.ამ ახალ მომსახურებას – “ფიახტრი” ერქვა და დასაბამი დაუდო ისეთი საზოგადოებრივი სატრანსპორტო მომსახურეობის სისტემას,რომელსაც დღეს – “ტაქს” ვუწოდებთ.
7. ყველაზე დაბალ ტემპერატურას,არა თეთრი დათვი,არამედ პოლარული იხვები უძლებენ.მათ -110 გრადუს ცელსიუსის სიცივის გადატანა შეუძლიათ.
8. ტონი კიორტისი,რომელმაც მერლინ მონროსთან ერთად ითამაშა გენიალურ კინოფილმ – “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”,განაცხადა: “აკოცო მერლინს,ეს იგივეა აკოცო ჰიტლერსო”. (ავტორი გენია.ჯი)
9. უძველესი ეგვიპტელები ერთი პერიოდის მანძილზე – ოქროს,ღმერთების ნაწილებად მიიჩნევდნენ.ამიტომ ამ ლითონის ქონის უფლება,მხოლოდ ფარაონებს გააჩნდათ.
10. ისრაელში არსებობს რაიონები და ქალაქებიც კი სადაც დღემდე “ივრითის” ენაზე არ საუბრობენ.