ზოია ვაშაკიძე – “დიდება უფალს!”
ჭეშმარიტს,ნათელს,მადლის მფენს უხვად,
დიდება უფალს!
ნუგეშს რომ აძლევს ღარიბს და მწუხარს,
დიდება უფალს!
რომ გვაგალობებს და გვალხენს,თუ ხამს,
დიდება უფალს!
ცოდვათა შემნდობს და მეოხს გულთა,
დიდება უფალს!
ყოველთა შემქმნელს,მწყალობელს სულთა,
რომელსაც სიბრძნე იგავით უთქვამს,
დიდება უფალს!
ყოვლის შემძლებელს და ყოვლის მპყრობელს,
გულით და სულით ცასავით სუფთას,
დიდება უფალს!