დარვინის ობობა

დარვინის ობობა - ინგლისურ ენაზე “Darvin’s bark spider”,წარმოადგენს არანეომფორული ობობების სახეობას,Araneidae-ს ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “დარვინის ობობა”-ს ძალუძს გიგანტური აბლაბუდის შექმნა და დღემდე არსებულ სხვა სახეობის ობობებთან შედარებით ყველაზე დიდი ქსელის შექმნა,რომელიც ხშირ შემთხვევებში 3 კვადრატულ მეტრსაც კი აღწევს,ან შესაძლოა მოიცავდეს 900-დან 28 000 კვადრატულ სანტიმეტრს. (ავტორი გენია.ჯი) სიგრძე აბლაბუდისა 25 მეტრამდეა და მას შეუძლია მისი უმტკიცესი ძაფის 25 მეტრ მანძილზე გატყორცნა.იგი პირველად აღმოჩენილ იქნა კუნძულ მადაგასკარზე მდებარე ანდასიბე-მანტადიას ეროვნულ პარკში 2001 წელს.თუმცა ამ სახეობის აღწერა მხოლოდ მისი აღმოჩენიდან 8 წლის შემდეგ მოხდა და იგი დაამთხვიეს დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველის და მოგზაურის – ჩარლზ რობერტ დარვინის მიერ შექმნილი წიგნის – “სახეობათა წარმოშობის” გამოცემიდან 150 წლის იუბილეს და სახელიც ობობას დარვინის საპატივცემულოდ უწოდეს.

“დარვინის ობობისათვის”,ისევე როგორც Caerostis-ის სხვა სახეობის ობობებისათვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი (ერტი და იმავე სახეობის ცხოველებში მეტად ან ნაკლებად განსხვავებული ფორმების არსებობა.სქესობრივი განსხვავება დედალ-მამალს შორის სიდიდით,ფერიტ და სხვა თვისებებით.ერთი და იმავე ცხოველის განსხვავებული შეფერილობა წლის სხვადასხვა დროს).დედალი “დარვინის ობობის” სიგრძე 18 მილიმეტრამდეა (მხოლოდ ტანის 6 მილიმეტრი),ხოლო მამრის სიგრძე 6 მილიმეტრი,მათ შორის ტანის სიგრძე მხოლოდ 3 მილიმეტრია.მეცნიერთა მიერ დადასტურებულია,რომ “დარვინის ობობის” აბლაბუდის ძაფის სიმტკიცე,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მინიმუმ 10-ჯერ აღემატება ზემტკიცე ქსოვილის დასამზადებელი უნიკალური მასალის სიმტკიცესაც კი. (ავტორი გენია.ჯი)