იცით თუ არა,რომ
1. ძველ რომში ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო გაჩაღებული ქალთა “ალკოჰოლიზმის” წინააღმდეგ,რადგან იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი ქალი მოიცვა ალკოჰოლური სასმელისადმი დიდმა ტრფიალმა.აღნიშნულ ღონისძიებას ბევრი პროფილაქტიკური ღონისძიებები ახლდა თან.თუმცა დადებითი შედეგი მაინც არ ჩანდა.სწორედ ამიტომ,მიღებულ იქნა კანონი,რომლის ძალითაც “ალკოჰოლიკი” მანდილოსნებისათვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.აღნიშნული კანონი მხოლოდ ძვ.წ.აღ-ით 194 წელს შეიცვალა,რა დროსაც სიკვდილით დასჯა მეუღლის მხრიდან განქორწინებით შეიცვალა.
2. “რონგო-რონგო” ერთ ერთ დაკარგულ და გამქრალ ენათა ჯგუფს განეკუთვნება კაცობრიობისა.ამ ენაზე მეტყველებდნენ აღდგომის კუნძულის მაცხოვრებელი ხალხი.ამ ენის გაქრობას უკავშირებენ კოლონიალიზმს,რომელის დროსაც ერთხელ და სამუდამოდ აეკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე მეტყველება და დამწერლობა,რამაც საბოლოოდ მისი გაქრობა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)
3. 321 წლის 7 მარტს,რომის უდიდესმა იმპერატორმა გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსმა,რომელიც მსოფლიოსათვის ცნობილია,როგორც კონსტანტინე I ”დიდი” (272-337 წლები),მსოფლიო ისტორიაში პირველად,ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ,ნებისმიერი მოქალაქისათვის “კვირა დღე” დააწესა.ეს ფაქტი არა მარტო ამ დღის დაწესებით შევიდა ისტორიაში,არამედ ერთადერთ ფაქტადააცაა მიჩნეული,როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას,მოსახლეობის აბსოლიტურად ყველა ფენის წარმომადგენელი დიდი კმაყოფილებით შეხვდა.აღნიშნული ფაქტი,მოგვიანებით მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენადაც იქცა.
4. პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები ნადირობის დროს მტაცებელი ფრინველების გამოყენებისა მსხვერპლზე,ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნიდან იღებს სათავეს და იგი სათავეს არაბულ წვეყნებში იღებს.
5. იმის მიუხედავად,რომ - “კორიდა” მამაკაცების ტრადიციული ხარებთან ბრძოლის სახეობად ითვლება,ორიოდე საუკუნის წინ არსებობდნენ ქალი ტორეადორებიც.1839 წლის 27 იანვარს ესპანეთში გაიმართა კორიდა,სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მანდილოსნები იღებდნენ მინაწილეობას.იმ პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო ქალ-მატადორად – პახუელერა მიიჩნეოდა.XX საუკუნის დასაწყისში,ესპანეთის ხელისუფლებამ კატეგორიულად აკრძალა კორიდაში სუსტი სქესის წარმომადგენელთა მონაწილეობა,რადგან იგი სახიფათო სპორტის სახეობად იქნა მიჩნეული და მხოლოდ 1974 წლის შემდეგ დაუბრუნდათ მათ უფლება,კორიდაში ტორეადორის ფუნქციის შესრულებისა.მიუხედავად ამისა,დღესდღეობით ქალი ტორეადორების რაოდენობა ძალიან მცირეა და მთელს მსოფლიოში მხოლოდ ათიოდე ქალი-ტორეადორია ცნობილი.
6. 1587 წლიდან 1983 წლამდე,კათოლიკურ ეკლესიაში არსებობდა თანამდებობა,რომელსაც – “ეშმაკის ადვოკატი” ეწოდებოდა.მისი მოვალეობაში შედიოდა ყოველი ახალი პერსონის კორონიზაციის დროს,გამოსულიყო დასაბუთებული კრიტიკით,იმ ადამიანის წინააღმდეგ,რომლის კორონიზაციაც უნდა მომხდარიყო.ასეთი ფაქტით კათოლიკური ეკლესია თავიდან იცილებდა უღირსი ადამიანის წმინდანად შერაცხას.შესაბამისად “ეშმაკის ადვოკატი” ერთგვარი თავდასაცავი მექანიზმის როლს ასრულებდა უღირსი ადამიანის წმინდანად შერაცხისა კათოლიკური ეკლესიის მიერ.აღნიშნული თანამდებობა კათოლიკურ ეკლესიაში გაუქმებულ იქნა 1983 წელს იოანე-პავლე II-ის მიერ.
7. ”მეორე მსოფლიო ომის” პერიოდში - ირლანდია იყო ქვეყანა,რომელმაც ნეიტრალიტეტი დაიცვა და ამ ომში არ ჩაერთო.ქვეყნის იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრი დე ვარელა,რომელსაც არა ნაკლები ფუნქცია ჰქონდა ვიდრე ირლანდიის პრეზიდენტ დუგლას ჰაიდს,მეორე მსოფლიო ომის დასასრულს,პირადად გამოცხადდა ირლანდიაში მდებარე გერმანიის საკონსულოში და ღრმა მწუხარება გამოთქვა ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების გამო.აღნიშნული ფაქტი კი ერთ-ერთ გამაოგნებელ მოვლენადაცაა მიჩნეული ირლანდიის ისტორიაში.
8. ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში,თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე არსებობდა იუეს სამეფო,რომლის იმპერატორიც - გოუძიანი გახლდათ.მას ბრძოლის დაწყების დროს ერთი საშინელად დამთრგუნველი წესი ჰქონდა არჩეული,მოწინააღმდეგის დასაშინებლად.ბრძოლის დაწყების წინ,მის მებრძოლებს წინა ხაზზე გამოჰყავდათ და პირველ მწკრივში აყენებდნენ ადამიანებს,რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი.ისინი,ისევე იყვნენ შემოსილები,როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები,თუმცა არ გააჩნდათ იარაღი.შემდგომ,მათ თავიანთივე თანამემამულეები თავებს ჰკვეთდნენ მოწინააღმდეგის დასანახად.ამის შემხედავი მტერი,იმთავითვე ფსიქოლოგიურად ტყდებოდა და პანიკაში ვარდებოდა,რადაგნ საკუთარი თვალით ჰხედავდნენ იმას,რომ ისინი თავისიანებსაც კი არ ზოგავდნენ.აღნიშნული მოქმედებით,გოუძიანის არმია პირველ ფსიქოლოგიურ გამარჯვებას იპოვებდა რაც საბოლოო გამარჯვების დასაწყისი იყო.ასეთი საშინელი მეთოდი,შემდგომში სხვა სამხედრო სარდლების მიერაც იქნა შემოღებული.
9. პირველი “კანონთა კრებული”,შეთავაზებულ იქნა ძველბერძენი საზოგადოებისათვის - ზალევკეს მიერ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში.ამიტომ,სწორედ ზალევკეა მიჩნეული პირველი ბერძნული კანონების ავტორად.საინტერესოა,რომ მის მიერ დაწერილ კანონებში არსებობდა მუხლი,რომელიც ეხებოდა მათში ჩასწორებების შეტანას.აღნიშნული მუხლის მიხედვით,თუკი ვინმე მოისურვებდა კანონში რაიმე მუხლის შეცვლას ან დახვეწას,იგი სპეციალური საბჭოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო ყელზე შებმული თოკით.იმ შემთხვევაში თუ საბჭო დაიწუნებდა მის მიერ წარმოდგენილ ახალ კანონპროექტს,კანონის თანახმადვე,მას თავი იქვე უნდა ჩამოეხრჩო.ამ მუხლის გამოისობით ძველ საბერძნეთში,300 წლის მანძილზე,კანონებში მხოლოდ ორად-ორი შესწორება შევიდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. 1998 წელს ფილიპინებში ჩატარდა ”ეროვნული პუნქტუალურობის კვირეული”,რომელიც მიზნად ისახავდა ფილიპინელი მოქალაქეებისათვის იმის სწავლებას და შეხსენებას,რომ მათ სამსახურში,საქმიან შეხვედრებზე,საწავლებლებში და ასე შემდეგ,არ დაეგვიანათ და პუნქტუალურობა გამოეჩინათ.იდეა კი ასეთი კვირეულის ჩატარებისა ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნოდა.ამ კვირეულის დასრულების აღსანიშნავად სიტყვით უნდა გამოსულიყო თავად ფილიპინების პრეზიდენტი – ფიდელ რამოსი (რომელიც ქვეყანას მართავდა 1992 წლიდან 1998 წლამდე).აღსანიშნავი ამ ისტორიაში გახლავთ ის,რომ შეკრებილ მოქალაქეებს,რომლებიც პუნქტუალურობის კვირის დასრულებას აღნიშნავდნენ,ფიდელ რამოსის ლოდინი,დათქმული დროის ნაცვლად,ერთი საათის განმავლობაში მოუწიათ.