კარლოს I დიდი – “ეპიზოდი”
ფრანკთა იმპერიის უდიდესი მეფის - კარლოს I “დიდის” (747-814 წლები) შესახებ,IX საუკუნის კულტურული და პოლიტიკური მოღვაწე – ეინდგარდი,გვაწვდის შესანიშნავ ბიოგრაფიულ ცნობებს.ეინდგარდის მიერ გადმოცემული ერთ-ერთი პატარა ისტორია კი გვიამბობს კარლოსის მიერ,სპილოს შესყიდვის საინტერესო ფაქტს:
“კარლოსს,ბავშვობიდანვე დიდი სურვილი ჰქონდა,რომ საკუთარი თვალით ეხილა და ჰყოლოდა ეს უზარმაზარი გარეული ცხოველი.მისი სურვილის და ოცნების განხორციელება კი წლების გასვლის შემდგომ შესძლო. (ავტორი გენია.ჯი) მეფის ბრძანებით,797 წელს ერაყის ხალიფა – გარუნუ ალ-რაშიდთან ჩავიდნენ ფრანკთა ელჩები,რათა მას უფლება დაერთო სპილოს შესყიდვის და მისი ქვეყნიდან გაყვანისა.მიუხედავად იმისა,რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა (შესყიდულ სპილოს სახელად აბუ-ლ-აბასი ერქვა),ელჩებს სრული 4 წელიწადი დასჭირდათ იმისათვის,რომ ეს “ეგზოტიკური ტვირთი” იტალიამდე ხმელეთითა და ზღვით ჩაეყვანათ.კიდევ ექვსი თვის მანძილზე კი სპილო დამოუკიდებლად გადაჰყავდათ ფრანკთა იმპერიის ტერიტორიაზე,ქვეყნის დედაქალაქ აახენამდე.კარლოსის ბავშვობის დროინდელი ოცნება,ჰყოლოდა სპილო,საბოლოოდ 802 წლის 20 ივლისს ახდა.როდესაც მეფეს სპილო წარუდგინეს,იგი იმდენად იქნა მოხიბლული მისით,რომ გადაწყვიტა თავიდან აღარ მოეცილებინა და მართლაც,მას შემდეგ არც ერთი ლაშქრობა მის გარეშე,ფრანკთა დიად მეფეს აღარ ჩაუტარებია.აბუ-ლ-აბასი,კალროს I დიდის განუყრელი თანამგზავრი და თანამებრძლოლი გახდა ყველა სამხედრო კამპანიაში. (ავტორი გენია.ჯი)