“დინოზავრების სახეობების შესახებ”
1. ცელოფიზისი - რომელიც ბინადრობდა ტრიასულ პერიოდში 215 მილიონი წლის წინად,ყველაზე სწრაფ დინოზავრთა სახეობას განეკუთვნებოდა.მათ 80 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეეძლოთ.აღსანიშნავია,რომ ცელოფიზისის წონა მაქსიმუმ 30 კილოგრამი გახლდათ.სისწრაფე კი ამ პატარა მტაცებელს არა მარტო ნადირობაში,არამედ დიდი ზომის სხვა მტაცებლებისაგან თავდახსნაშიც დიდად უწყობდა ხელს.ისინი გავრცელებული იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე.
2. ყველაზე გრძელ და გიგანტურ ხვლიკად მიჩნეული გახლდათ - მეზოზავრი.იგი ზღვის ქვეწარმავლად იყო ცნობილი და ბინადრობდა,დაახლოებით 70-75 მილიონი წლის წინად ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე.გააჩნდათ ნიანგისებრი თავი.მათი სიგრძე 5 მეტრიდან 15 მეტრამდე მერყეობდა.მეზოზავრის თავის ქალა,პირველად აღმოჩენილ იქნა 1770 წელს. (ავტორი გენია.ჯი)
3. ყველაზე მასიურად გავრცელებული სახეობა დინოზავრებისა,გახლდათ - იგუანადონი.ისინი ბინადრობდნენ 140-120 მილიონი წლის წინათ (მელიურ პერიოდში) ევროპის,ჩრდილოეთ ამერიკის,აზიისა და აფრიკის ტერიტორიებზე.მათი სიგრძე 10 მეტრამდე,ხოლო წონა 4 ტონამდე იყო.
4. დედამიწის წყლების ყველაზე დიდ თევზად მიჩნეულია,ჯერ კიდევ მილიონი წლის წინათ გადაშენებული,ღრმა წყლის მოყვარული - ზვიგენის სახეობა.მისი სიგრძე 35 მეტრს,ხოლო წონა 100 ტონას შეადგენდა.ისინი დედამიწის წყლებში,დაახლოებით 50 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
5. ყველაზე მძიმეწონოსან ფრინველად ისტორიაში,მიჩნეულია - მადაგასკარული სტრაუსი (ეპიორსისი),რომელიც საბოლოოდ 20 000 წლის წინად გადაშენდა.მისი სიმაღლე ხუთ მეტრამდე,ხოლო წონა ნახევარ ტონამდე იყო.რაღა თქმა უნდა ეს უდიდესი ფრინველი ვერ დაფრინავდა.