“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. ეკლესია ჩვენთვის ზეცაა მიწაზე ჩამოსული,სადაც ღმერთი უხილავად იმყოფება და უცქერის იქ მყოფთ,ამიტომაც ტაძარში ღირსეულად,დიდი კრძალვით უნდა ვიდგეთ.იგი ჩვენთვის ნუგეში და შვებაა ჭირსა და სიხარულში. 

“ღირსი ილარიონი”

2. ჩვენი უვნებელი ცხოვრებით მეგობრად გავიხადოთ წმინდა ანგელოზები,რათა სულის აღმოსვლისას მეგობრულად აღგვიყვანონ მეუფესთან.

“ღირსი თეოდორე სტუდიელი”

3. საკვირველი ამბავია! როცა ლოცვისას ვედრებით,წარმოვიდგენთ,რომ ღმერთი იქვეა და ისმენს ჩვენს სიტყვებს.ხოლო როცა ვცოდავთ,ისე ვიქცევით,თითქოს უფალი არ გვხედავდეს.

4. მე უკვე აღარ მეშინია ღმრთისა,არამედ მიყვარს იგი,რამეთუ სიყვარული განდევნის შიშს.

“ანტონი დიდი” (ავტორი გენია.ჯი)

5. თუ კაცს არ შეუძლია უცქიროს მზეს მისი უზომო სიცხისა და ძლიერების გამო,მით უმეტეს მოკვდავს არ ძალუძს ღვთის გამოუთქმელიდიდების ხილვა.როგორც ბროწეულის თესლს არ შეუძლია ხილვა იმისა,რაც კანს გარეთააასევე არ შეუძლია ღვთის ხილვა ადამიანსაც,რომელიც სხვა ქმნილებებთან ერთად ღმერთს ხელთ უპყრია

“ღირსი ილარიონი”