ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი)

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იგივე (ნიკიფორე ირბახი) - დაიბადა 1583 წელს.თანამედროვეები მას მოიხსენიებენ,როგორც ბრძენსა და ფილოსოფოსს,რიტორს,”ღირსსა ყოვლისა სიკეთისა”.იგი გახლდათ დიდი ქართველი მწიგნობარი,სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე,დიპლომატი.მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემა.რვა წლის გახლდათ ნიკოლოზი როდესაც მივლინებულ იქნა იტალიაში სწავლა-განათლების მისაღებად,სადაც კათოლიკეთა ბერძნულ სკოლაში დაიწყო სწავლა.აღსანიშნავია,რომ აქვე აღიკვეცა იგი კათოლიკე ბერად და 1608 წელს,სადაც მოღვაწეობას განაგრძობს კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის სამეფო კარზე და მისი მოძღვარიც ხდება.საქართველოში,ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრის შაჰაბას I-ის შემოჭრის შემდეგ,იგი იერუსალიმში მიემგზავრება. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდგომ  კი დიპლომატიური მისიით მიემართება ევროპაში 1625 წელს,კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის დავალებით,რათა მოლაპარაკება გამართოს ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე.აღსანიშნავია,რომ ნიკოლოზ ჩოლოყასვილის ცხოვრების ეს ეპიზოდი მსგავსებაში მოდის დიდი ქართველის,სულხან-საბა ორბელიანის განვლილ ცხოვრებასთან.1526-1529 წლებში ნიკოლოზი მოიხსენიება,როგორც თეიმურაზ I-ის ელჩი,რომის პაპის ურბან VIII-ეს კარზე. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე ფილიპე I-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. 1629 წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი.მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და “ლოცვანი” ქართულ ენაზე.1629 წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). 1632 წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამშრომელი და მისი ვრცელი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესადაც კი იხსენიებენ.1643-1649 წლებში ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. 1650 წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც 1656-57 წლებში სამეგრელოსა და აფხაზეთის კათალიკოსი ხდება.1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ოდიშის ახალმა ოდიშის მთავარმა ვამეყ III-მ სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა,სადაც იგი 1658 წელს აღესრულა.მისი ერთადერთი პორტრეტი კი იტალიელი მისიონერის – დე კრისტოფორო დი კასტელის  მიერ იქნა შესრულებული და შემონახული. (ავტორი გენია.ჯი)