“ბავშვთა მშვიდობიანი ჯვაროსნული ლაშქრობა”
1212 წელს საფრანგეთში,კერძოდ წმინდა დიონისეს სააბატოში (პარიზთან ახლოს),გამოჩნდა 12 წლის მწყემსი ბავშვი,სახელად - ეტიენი.იგი აცხადებდა,რომ გამოგზავნილია საფრანგეთის მეფესთან წერილით,რომელიც თავად უფალი ჩვენი – “იესო ქრისტეს” მიერ იქნა დაწერილი.აღნიშნული წერილი კი,ეტიენის მტკიცებით,უფალმა მას ერთ-ერთი გამოცხადების დროს გადასცა.წერილში ეწერა,რომ ეტიენი რჩეული იქნა ღვთისაგან,რათა აღასრულოს ის,რაც ვერ აღასრულეს უფროსი ასაკის და თაობების ქრისტიანებმა.სახელდობრ,უფლის საფლავის გამოხსნა ქრისტიანთათვის.ეტიენი მიუხედავად მისი ბავშვური ასაკისა,ლიდერისა და შესანიშნავი ორატორისათვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩეოდა,რის გამოც მან უამრავი მიმდევრის შემოკრება შესძლო.იგი ამბობდა:
“ჩვენმა უფროსმა თაობამ,მათ შორის რაინდებმა,ვერ შესძლეს იერუსალიმისა და უფლის საფლავის განთავისუფლება.ამის მიზეზი კი,მათივე უწმინდური აზრები და სულები იყო.სწორედ მოგვანდოა ჩვენ,ბავშვებს უფალმა ამ მისიის აღსრულება.ჩვენი სულები,ხომ – სუფთა და უმანკოა?!”
ის ირწმუნებოდა,რომ უფლის დავალებას ბავშვები,ყოველგვარი ძალადობის გარეშე შეასრულებდნენ.ზღვის გადალახვას კი,ისეთივე სახით განახორციელებდნენ,როგორც ეს მოსემ განახორციელა უწინ. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის ქრონიკები მოგვითხრობენ ეტიენის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე.არის ცნობები,რომ მან ბრმასაც კი დაუბრუნა თვალის ჩინი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ფაქტების გაგება კიდევ უფრო არწმუნებდა მოსახლეობას,ეტიენის “ღვთისრჩეულობაში”.მისი სახელი მალე მთელი საფრანგეთისთვის ცნობილი გახდა.ყველა ფრანგი მოზარდი მისკენ მიისწრაფოდა და უსიტყვოდ სჯეროდათ მისი.ამასთანავე მათი უმრავლესობა მზად იყო გაჰყოლოდა ეტიენს ასეთ საოცარ “ჯვაროსნულ ლაშქრობაში.მოზარდების მასობრივი შეკრება დაინიშნა საფრანგეთის ქალაქ – ვენდამში.ეტიენის პიროვნებითა და მოძღვრებით არა მარტო მოზარდები,არამედ უფროსი თაობის ადამინებიც დაინტერესდნენ.მისი სახელი საფრანგეთს გასცდა.გერმანიიდან უამრავი ბავშვი გამოემართა ქალაქ ვენდამისაკენ.ბავშვს გარკვეული სახის დახმარება თავად რომის პაპმა ინოკენტი III-მაც კი აღმოუჩინა.მან საჯაროდ მიმართა უფროსი თაობის ქრისტიან მოსახლეობას:
“თქვენ უარი განაცხადეთ ღვთიური ომი გეწარმოებინათ ურწმუნოებთან ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად,ამიტომ პატარა ბავშვებს მოუწიათ აღსრულონ ის,რაც უფროსი თაობის ქრისტიანებს უნდა აღესრულებინათ”.
ქალაქ ვენდამში შეკრების შემდეგ,უამრავი ბავშვი დაიძრა ზღვისაკენ.გზაში მათ ასევე უამრავი უფროსი ასაკის მქონე ადამიანიც შემოუერთდა.ფრანგი მოსახლეობა “ბავშვთა ჯვაროსქნული ლაშქრის” მონაწილეებს პროდუქტითა და სხვა აუცილებელი საგნებით ამარაგებდა.საერთო ჯამში აღნიშნულ მსვლელობაში – 30,000 დიდი თუ პატარა ასაკის მქონე ადამიანი მონაწილეობდა.მალევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შეატყობინეს,რომ ზღვასთან ახლოს იმყოფებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ზღვასთან მიახლოება ყველას გაუხარდა,.რადგან ისინი ვარაუდობდნენ,რომ ეტიენი მართლაც სასწაულს ჩაიდენდა და ზღვას მოსეს მსგავსად – ორად გაყოფდა.თუმცა სასწაული არ მოხდა და შესაბამისად,ზღვაც არ აპირებდა მათ გატარებას.მოლაშქრეები მარსელთან ახლოს სანაპიროზე იმ იმედით დაბინავდნენ,რომ ღმერთი მალე მათ გზას მალე გაუხსნიდა.პირველ ხანებში ადგილობრივი მოსახლეობა კვლავაც აქტიურად ეხმარებოდა მოლაშქრეებს,მაგრამ მოგვიანებით მათაც შეუწყვიტეს დახმარების გაწევა.ულუკმა-პუროდ დარჩენილმა უამრავმა მოლაშქრემ ბანაკი მიატოვა.ეტიენის “ღვთისრჩეულობაში” კი, ფაქტიურად ყველამ ეჭვი შეიტანა.ვისაც კიდევ შერჩენოდა ეტიენის რწმენა,მასთან დარჩნენ და იმ შვიდ გემს გაჰყვნენ,რომელთა ეკიპაჟებმაც მათ წაყვანაზე თანხმობა განაცხადეს.ამ შვიდი გემიდან ორი შტორმის შედეგად დაიძირა,ხოლო დანარჩენი ხუთი გემის ეკიპაჟებმა ბავშვები ეგვიპტის ბაზარზე მონებად გაყიდეს.ასე დასრულდა ეს საოცარი ისტორია იმ ბავშვებისა,რომელთაც ისტორიაში თავი დაიმკვიდრეს,როგორც “მშვიდობიანი ჯვაროსნული ლაშქრობის პატარა მონაწილეებმა”.