“საინტერესო და დამაფიქრებელი პასუხი ინდიელთა ბელადისა”
წარსულში,ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა ინდიელთა ტომის ბელადს მეტსახელად – “ორ არწივს”.მათ შორის კი ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართა.მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,ინდიელთა ბელადთან გასაუბრება შემდეგი წინადადებით დაიწყო:
- თქვენ უკვე 90 წლის მანძილზე აკვირდებით თეთრ ადამიანებს.ნახეთ მათი მეომრები და ტექნოლოგიური მიღწევები.გარდა ამისა იხილეთ მათი წარმატებები და წარუმატებლობები. (ავტორი გენია.ჯი)
ინდიელთა ბელადმა ამ სიტყვებზე თანხმობის ნიშნად თავი დააქნია,თუმცა ხმა არ ამოუღია.თანამოსაუბრემ კი ბელადს ჰკითხა:
- ყველა ამ მოვლენის გათვალისწინებით,თქვენი აზრით რაში არ არიან თეთრი ადამიანები მართალნი? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?”
ბელადმა დიპლომტს თვალებში ჩახედა და უპასუხა:
- როდესაც თეთრმა ადამიანმა აღმოაჩინა ჩვენი მიწა-წყალი,აქ არ არსებობდა გადასახადები,არ არსებობდა ვალები,ექიმები მკურნალობაში ფულს არ იღებდნენ,ამ მიწაზე მრავლად ბინადრობდნენ უნიკალური სახეობების ცხოველები და ფრინველები.გარდა ამისა წყალიც გაცილებით სუფთა იყო.ქალები თავის საქმეს აკეთებდნენ,ხოლო ინდიელი მამაკაცები დღისით ნადირობდნენ,ღამით კი თავიანთ ოჯახებში მყუდროდ ათევდნენ ღამეს.
შემდეგ ბელადმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და დაამატა:
- მხოლოდ თეთრი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი სულელი,რომელმაც იფიქრა,რომ ასეთი შესანიშნავი ცხოვრების სისტემის გაუმჯობესება ძალუძდა.
თავჩაღუნული ამერიკელი დიპლომატი ფიქრებში გატრუნულიყო… (ავტორი გენია.ჯი)