“ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალებები”

სხვადასხვა ეპოქებში კაცობრიობა,(პირობითად) A პუნქტიდან B პუნქტამდე გადასაადგილებლად სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს იყენებდა – აქლემი,ცხენი,სპილო,ჯორი და ასე შემდეგ.მათ შორის ადამიანი ყოველთვის არჩევდა ისეთ სატრანსპორტო-გადასაადგილებელ საშუალებებს,რომლებიც უფრო სწრაფი,ეფექტური და უსაფრთხო იყო.რაც უფრო დიდი დრო გადიოდა,ადამიანმა თავად დაიწყო ისეთი სატრანსპორტო საშუალებების შექმნა-დახვეწა,რომლებიც ბევრად აღემატებოდა იმ ბუნებრივ “სატრანსპორტო საშუალებებს”,რომელთაც ადრეულ ეპოქებში იყენებდა კაცთა მოდგმა. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე სწრაფმავალ ბუნებრივ სატრანსპორტო საშუალებას საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზეც კი – ცხენი წარმოადგენდა,რომელსაც 60 კილომეტრ-საათის სიჩქარის განვითარება შეეძლო და შეუძლია დღესაც.ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ადამიანმა დაიწყო ისეთი სივრცეების დაპყრობა,როგორიცაა – კოსმოსი,წყალქვეშა სამყარო და ასე შემდეგ.შესაბამისად საჭიროებამ მოითხოვა თავად შეექმნა ისეთი სატრანსპორტო საშუალებები,რომლებიც მას მისცემდა ყველა ზემოთ ხსენებული ამბიციური გეგმების წარმატებით შესრულებას. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით კაცობრიობამ მიაღწია ისეთ შედეგს განვითარებისა,რომელმაც საბოლოოდ ჩამოიტოვა უკან ადრეული ეპოქების სატრანსპორტო საშუალებები.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ დღემდე ყველაზე სწრაფ ათეულს სატრანსპორტო საშუალებებისა:

1. “Boeing X-43″ - წარმოადგენს ამერიკულ უპილოტო ექსტრემალური ჰიპერსიჩქარის მქონე რაკეტოპლანს,რომელიც ანვითარებს მაქსიმუმ 11 230 კილომეტრ-საათ სიჩქარეს.ამ მაჩვენებლის მიხედვით,იგი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საშუალებად არის დღემდე მიჩნეული,როგორც პილოტირებულ ასევე უპილოტო საფრენ საშუალებებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)

2. “North American X-15″ - წარმოადგენს პილოტირებულ ექსპერიმენტალურ თვითმფრინავ-რაკეტოპლანს,რომელიც ანვითარებს მაქსიმუმ 7 274 კილომეტრ-საათ სისწრაფეს.ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში პილოტირებულ ექსპერიმენტალურ თვითმფრინავ-რაკეტოპლანებს შორის.

3. “Lockheed SR-71″ - წარმოადგენს ამერიკულ სტრატეგიულ ზებგერით-სამხედრო დანიშნულების მქონე თვითმფრინავს,რომლის მაქსიმალური სიჩქარე 3 529,6 კილომეტრ საათს შეადგენს.ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს სხვა სამხედრო სტრატეგიულ-სამხედრო თვითმფრინავებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)

4. “Tupolev Tu-144″ - წარმოადგენს საბჭოთა წარმოების ზებგერით სამგზავრო ლაინერს,რომელიც ანვითარებს მაქსიმუმ 2 587 კილომეტრ საათ სისწრაფეს.ამ მაჩვენებლით იგი სამგზავრო ლაინერების ლიდერია სისწრაფეში.

5. “Turst SSC” - წარმოადგენს ბრიტანულ რეაქტიული ძრავის მქონე ავტომობილს,რომელსაც მაქსიმუმ 1229,78 კილომეტრ-საათის განვითარება ძალუძს.ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე სწრაფ საავტომობილო საშუალებად არის მიჩნეული.

6. ”MLX 01″ - წარმოადგენს იაპონურ მაგნიტურ საკიდზე მოძრავ მსოფლიოსი ყველაზე სწრაფ მატარებელს,რომელიც ანვითარებს მაქსიმუმ 581 კილომეტრ-საათ სიჩქარეს.

 
7. “Top1 ACK Attack” - წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ იაპონური ფირმა Suzuki-ს მიერ შექმნილ მოტოციკლეტს,რომელსაც მაქსიმუმ 551 კილომეტრ-საათი სიჩქარის განვითარება ძალუძს. (ავტორი გენია.ჯი)

8. “Westland Lynx” - წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გადაადგილებად ბრიტანულ მრავალმიზნობრივ ვერტმფრენს,რომელსაც მაქსიმუმ 400,8 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლია.

9. “Stena Line” - წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სამგზავრო დანისნულების მქონე საზღვაო ხომალდს,რომელსაც მაქსიმუმ 81 კილომეტრ-საათი სიჩქარით გადაადგილება ძალუძს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ხომალდი უზარმაზარი მოცულობისაა და მით უფორ გასაოცარია მისი ძრავის სიმზლავრეები,რომელიც მას სასუალებას აძლევს 81 კილომეტრ-საათის სიჩქალით გადაადგილდეს.

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Papa_class_submarine_2.jpg/772px-Papa_class_submarine_2.jpg10 “ალფას კლასი” - წარმოადგენს,მშოფლიოში ყველაზე სწრაფმავალ რუსულ წყალქვეშა ნავების ტიპს,რომელთაც წყლის სიღრმეში მაქსიმუმ 74 კილომეტრ-საათით გადაადგილება ძალუძს. (ავტორი გენია.ჯი)