“კენიანთროპები”

“კენიანთროპები” – ინგლისურ ენაზე – Kenyanthrophus,წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უძველეს ჰომინიდებს,რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწის ისტორიის მესამეულ პერიოდში – პლიოცენში,დაახლოებით 3,2-3,5 მილიონი წლის წინად.ლათინური ენიდან – Kenyanthropus platyops,ითარგმნება როგორც “ბრტყელსახოვანი კენიელი ადამიანი”.კენიანთროპების ნაშთები,პირველად აღმოჩენილ იქნა ბრიტანული წარმომავლობის მქონე დიდი კენიელი ზოოლოგისა და პალეანთროპოლოგის – მივ ლიკის ჯგუფის მიერ 1999 წელს,თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე მდებარე რუდოლფის (ტურკანა) ტბის მიდამოებში.მეცნიერთა მოსაზრებით ისინი არ წარმოადგენდნენ ავსტრალოპითეკებს (ადამიანის მსგავსი მაიმუნი,რომელიც ცხოვრობდა მესამეული პერიოდის ბოლოს) და მათივე დასკვნების დანახმად,სწორედ – “კენიანთროპები” გახლდნენ ადამიანების პირდაპირი წინაპრები. (ავტორი გენია.ჯი)