“ჩიჩისბეი”

“ჩიჩისბეი” – XVI-XVIII საუკუნეების იტალიაში,წარმოადგენდა დიდგვაროვანი,მდიდარი ქალის მუდმივ თანამგზავრ მამაკაცს (ზოგიერთ შემთხვევაში საყვარელსაც),როგორც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,ასევე სეირნობის დროსაც.ასეთ პრაქტიკას იტალიაში – “ჩიჩისბეიზმს” უწოდებნენ.იგი ძირითადად გავრცელებული იყო ვენეციაში,გენუაში,ფლორენციასა და რომში.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ჩიჩისბეას სტატუსი განსაზღვრული გახლდათ თავად საქორიწნო ხელშეკრულებებსა და კონტრაქტები.სხვა ვერსიის თანახმად კი ჩიჩისბეიზმი მხოლოდ იმ პერიოდის სპეციფიკური ჩვეულება იყო,რომელიც არ გახლდათ რაიმე იურიდიული დოკუმენტით გამყარებული.ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობის თანახმად ჩიჩისბეიზმი მიჩნეულია XVIII საუკუნის იტალიაში,ქალთა ექსპანციის ნიშანთვისების გაზრდად.ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში,მეუღლეები არა მარტო ითმენდნენ ასეთ წესს,არამედ დადებითადაც კი აფასებდნენ მას. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ გენიალური ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი – ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი,წარმოადგენდა გრაფინია ტერეზა გვიჩიოლის ჩიჩისბეის (საბოლოოდ ეს ქალბატონი ბაირონის გამო მეუღლეს დასცილდა კიდეც).ჩიჩისბეის არ ჰქონდა უფლება,თავისი ქალბატონის მიმართ გრძნობების გამოვლენისა საზოგადოებაში.ისინი,ამა თუ იმ ღონისძიების დროს,ყოველთვის ქალბატონის უკან იდგნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ მათ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.ჩიჩისბეებს,ასევე არ ჰქონდათ უფლება,თავისუფალ დროს კონტაქტი დაემყარებინათ სხვა ქალბატონებთან.ასეთ შემთხვევაში კონტრქატის გაწყვეტა ორივე მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენა იყო.”ჩიჩისბეის” ინსტიტუტი,თავიანთ ნაწარმოებებში ასახული ჰყავთ,რამდენიმე კომიკურ ოპერაში.მათ შორის გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს – ჯოაკინო ანტონიო როსინის დიდებულ ოპერებში – “იტალიელი ალჟირში” და “თურქი იტალიაში”.დღედსდღეობით ტერმინი – “ჩიჩისბეი”,გადატანითი მნიშვნელობით ასოცირდება ამა თუ იმ ქალბატონის კავალერთან,ან საყვარელთან. (ავტორი გენია.ჯი)