ჯოან როულინგის “პირველი დილემა”
დიდი ინგლისელი მწერალი ქალი და ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა - ჯოან როულინგი,თავისი პირველი წიგნის – ”ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” დაწერას,1995 წელს მორჩა.ერთ-ერთი ლიტერატურული აგენტი,მას დასთანხმდა,რომ აღნიშნული ნაწარმოები გამოსაცემად 12 საგამომცემლო სახლისათვის წარედგინა,თუმცა მის გამოქვეყნებაზე თორმეტივემ უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ,ჯოან როულინგის პირველი წიგნის გამოცემას,მხოლოდ ერთი წლის შემდეგ,დასთანხმდა ლონდონის ერთი პატარა საგამომცემლო სახლი - Bloomsbury.მიუხედავად თანხმობის განცხადებისა,საგამომცემლო სახლის რედაქტორი ღრმად დარწმუნებული იყო,რომ აღნიშნული ნაწარმოები ჯოან როულინგს ვერც პოპულარობას და ვერც ფინანსურ წარმატებას ვერ მოუტანდა და ურჩია კიდეც მას,რომ ამიერიდან სხვა სფეროში ეპოვა მუდმივი სამსახური.ასეთი სკეპტიკური მოსაზრებები,წიგნის გამოცემისთანავე დაიმსხვრა,რადგან ამ ნაწარმოების გამოქვეყნებას უზარმაზარი ფურორი მოჰყვა.ჯოან როულინგი კი,ერთ-ერთ უმდიდრეს თანამედროვე მწერლად აქცია ჰარი პოტერზე დაწერილმა სერიებმა. (ავტორი გენია.ჯი)