“ალჟირის ოკუპაციის მიზეზი”
1827 წელს,ალჟირის სამეფო სასახლეში გაიმართა დისკუსია,ალჟირის მმართველს - ჰუსეინ III ფაშას და საფრანგეთის კონსულს - დევალიეს შორის,იმის თაობაზე,რომ მიუხედავად აფრიკული ქვეყნის ხელმძღვანელობის უამრავი ოფიციალური თხოვნისა,ფინანსურად დახმარებოდა საფრანგეთი,ევროპული ქვეყანა აინურშიაც არ აგდებდა მათ თხოვნას.დისკუსიამ საკმაოდ რთული ხასიათი ფრანგი კონსულის ამპარტავნული პასუხების შემდეგ მიიღო.დევალიეს უტაქტო პასუხებმა ჰუსეინ III წყობილებიდან გამოიყვანა,რის შემდეგაც საფრანგეთის კონსულს ალჟირის მმართველმა სახეში ბუზის საკლავი ჩაარტყა.გარდა ამისა,იგი ქვეყნიდანაც იქნა გაძევებული.ასეთ მოპყრობას საკუთარი კონსულის მიმართ,საფრანგეთი რაღა თქმა უნდა ვერ შეეგუებოდა და სამ წელიწადში (1830 წელს),ფრანგული არმია ალჟირში შეიჭრა.მათ მოახდინეს ქვეყნის სრული ოკუპაცია,რის შემდეგაც ჰუსეინ III-ეს დაატოვებინეს ქვეყნის ხელისუფლება.ფრანგები ათწლეულების მანძილზე ბატონობდნენ ამ ქვეყანაში.მათგან დამოუკიდებლობა ალჟირმა მხოლოდ 1962 წელს მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)