ლუი XIV – “ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის საყოველთაოდ ცნობილმა,”მეფე-მზედ” წოდებულმა ლუი XIV დე ბურბონმა (1638-1715 წლები),გადაწყვიტა საკუთარი შვილისთვის განათლების მიღების მიზნით,დაევალებინა სასახლის კარის რჩეული სწავლულებისათვის,შეეკრიბათ აბსოლუტურად ყველა ძველბერძენი და რომაელი კლასიკოსების ნაწარმოებები,რომლებიც შემდგომ კრებულებად უნდა დაეხარისხებინათ.მათ,რთულად გასაგები პასაჟები პატარა პრინცისათვის,მარტივი და გასაგები ენით უნდა გადაეცათ.საბოლოო ჯამში,ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შემდეგ,კრებულები 64 ტომად აიკინძა.აღსანიშნავია,რომ ამ პროცედურას სრული 28 წელიწადი დასჭირდა და ეს გრანდიოზული სამუშაო დასრულდა მხოლოდ მაშინ,როცა ლუი XIV-ეს ვაჟს უკვე თავად ჰყავდა შვილები. (ავტორი გენია.ჯი)