პიტერ ბენჩლი – “ეპიზოდი”
ცნობილი ამერიკელი მწერალი - პიტერ ბენჩლი (1940-2006 წლები),გახლდათ ავტორი საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა - “ყბები” (დაწერილი 1971 წელს).აღნიშნული ნაწარმოები ეხება ზვიგენების მიერ ადამიანებზე თავდასხმას და ეს მტაცებელი მწერალს საშინელ სისხლიან მონსტრადაც ჰყავს წარმოჩენილი.ფაქტიურად,პიტერ ბენჩლიმ ამ წიგნით,ადამიანი ზვიგენების მიმართ კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო.თუმცა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,თავად პიტერ ბენჩლი გამოირჩეოდა ზვიგენების დაცვის მხრივ.მან არაერთი კრიტიკული ნაშრომი მიუძღვნა მათი დაცვის თემას და ადამიანებს მოუწოდებდა ზვიგენთა მიმართ ნეგატიური მოპყრობისაგან თავი შეეკავებინათ.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული რომანის მიხედვით,1975 წელს გენიალურმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – სტივენ ალან სპილბერგმა გადაიღო გახმაურებული ფილმი – “ყბები”,რომელმაც იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)