პეგასი
პეგასი - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით გახლდათ “ჯადოსნური რაში”,რომელიც მუზების (ზევსისა და მეხსიერების ქალღმერთის – ტიტანიდი მემონისეს ქალიშვილები) ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ არსებას წარმოადგენდა.თავად სიტყვა – “პეგასის”,წარმომავლობა უცნობია და მას სუბსტრანტულ სიტყვად განიხილავენ.თუმცა არსებობს ვერსია,რომლის თანახმადაც,აღნიშნული სიტყვა გახლავთ ერთგვარი ეპითეტი ლუვიელთა ჭექა-ქუხილის ღვთების – pihassasis.ამ ვერსიას ამყარებენ იმით,რომ პეგასი დაატარებდა ზევსის ელვას.ცნობილია,რომ იგი იშვა პერსევსის მიერ მოკლული მედუზას სისხლიდან. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სხვა ვერსიის თანახმად პეგასი მედუზა გორგონასა და პოსეიდონისაგან იშვა.იგი ქარზე უსწრაფესი ფრენით გამოირჩეოდა.იმისათვის,რომ ფრენისას მაქსიმალური სისწრაფე განევითარებინა,აუცილებელი იყო რამდენიმე ნაბიჯი მიწაზე გადაედგა.საბმური კორინთოს მთებში გააჩნდა.მიუხედავად ამისა,ყველაზე დიდ დროს პარნასში,ფოკიდასა და ბეოტიაში ატარებდა.გადმოცემის მიხედვით პეგასი ოლიმპოზე აჭრილა და იქ ელვას უზიდავდა მეხთამტყორცნელ ზევს.მითოლოგიური ტრადიცია პეგასს მუზებთანაც აკავშირებს: ერთხელ,მუზების გრძნეული სიმღერის ზემოქმედებით,ჰელიკონის მთას ზრდა დაუწყია და ცის თავანისათვის მიუღწევია,მაგრამ პოსეიდონის ბრძანებით პეგასს ფლოქვი დაუკრავს და კვლავ ძველებური სიმაღლე დაუბრუნებია მისთვის.სიკვდილის შემდეგ კი “ფრთოსანი რაში” მითოლოგიის მიხედვით ღმერთებმა თანავარსკვლავედად აქციეს.მოგვიანებით – პეგასი,ტამპილიერებმა თავიანთ გერბზე გამოსახეს.იგი ერთგვარად სიმბოლიზირდებოდა – მჭერმეტყველებასთან,დიდებასთან და შორსმჭვრეტეკლობასთან. XIX საუკუნის სწავლულთა მოსაზრებით,პეგასი ასოცირდებოდა ყოველ ცოცხალ არსებასთან კავშირში.მისი ერთ-ერთი უდიდესი ქანდაკება აღმართული გახლდათ კორინთოში.დღესდღეობით კი,ძველბერძნული მითოლოგიის ჯადოსნური რაში – პეგასი,გამოსახულია მრავალი ქალაქის გერბსა თუ დროშაზე. (ავტორი გენია.ჯი)