პიტერ ზეემანი

პიტერ ზეემანი - დაიბადა 1865 წლის 25 მაისს ნიდერლანდების ქალაქ ზონემარში,კატარინუს ფორანდინუს ზეემანისა და ვილჰელმინა ვორსტის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ჰოლანდიელი ფიზიკოსი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი ფიზიკაში.აღნიშნული პრემია,ზეემანს დიდ ნიდერლანდელ ფიზიკოს-თეორიტიკოსთან – ჰენდრიკ ლორენცთან ერთად მიენიჭა 1902 წელს,”მაგნეტიზმისა და რადიაციული მოვლენების შეწავლა-კვლევაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) სკოლის დასრულების შემდეგ,სწავლა განაგრძო ლეიდენის უნივერსიტეტში,ლორენცისა და კამერლინგ-ონესის ხელმძღვანელობით.1890 წლიდან კი თავად იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ამავე (ლეიდენის) უნივერსიტეტში.1896 წელს ლორენცის თხოვნით,გამოკვლევებს იწყებს მაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ,სპექტრალური ხაზების გამოსხივების წყაროზე.სულ მალე კი აღმოაჩინა ეფექტი,რომელსაც მოგვიანებით – “ზეემანის ეფექტი” ეწოდა.1900 წელს ზეემანი ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი ხდება.1902 წელს კი “ნობელის პრემიით” აჯილდოებენ ფიზიკის დარგში შეტანილი დიდი წვლილისათვის.1908 წელს  ფიზიკის ინსტიტუტის  დირექტორის თანამდებობას იკავებს.1921 წელს დააჯილდოეს ჰენრი დრაპერის პრემიით.მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ კრატერს მთვარეზე.პიტერ ზეემანი გარდაიცვალა 1943 წლის 9 ოქტომბერს,ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში. (ავტორი გენია.ჯი)