ვახუშტი კოტეტიშვილი – “რად მემალები სიკვდილო”

რად მემალები სიკვდილო,

განა სხვასავით მჭირიხარ,

ღირსეულ პატივს მოგაგებ,

ვიცი სიცოცხლის ნიჭი ხარ.

ამიტომ მეიოლები

განა გულს ხიჭვად მირჭვიხარ,

ვგრძნობ რომ ამ ფუჭი ცხოვრების,

საზღვრიდან ერთი ბიჯი ხარ.

***

გამოდი ერთი სამზეოს,

გნახო როგორი ბიჭი ხარ.