რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “მხატვარი სახელოსნოში”
“მხატვარი სახელოსნოში” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ 1628 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 248 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 317 სანტიმეტრი.სპეციალისტთა ვარაუდით,სურათზე გამოსახული მხატვრის სახელოსნო,შესაძლოა ის ოთახი იყოს,რომელშიც თავად დიდი ნიდერლანდელი მხატვარი მუშაობდა.გარდა ამისა,მასზე ასახულია მხატვარი და მის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული მოლბერტი (საყრდენი,რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს).რადგანაც სურათზე ასახული მხატვრის ფიგურა,შედარებით უკანა პლანზე,ოთახის სიღრმეშია ასახული,ბევრად დიდ ყურადღებას,სწორედ მისი მოლბერტი და მისი ბრწყინვალედ შესრულებული შუქ-ჩრდილი იპყრობს.როგორც ვარაუდობენ,რემბრანდტმა ტილოზე ასახული მხატვრის რანგში,გამოსახა თავისივე მოწაფე – გერიტ დოუ.დღესდღეობით,რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის მიერ დახატული სურათი – “მხატვარი სახელოსნოში”,დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში.