იბრაჰიმ I-ის ბიოგრაფიიდან…
ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-18 სულთნის იბრაჰიმ I-ის (1615-1648 წლები) მმართველობის ეპოქა,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერიისათვის საშინელი და სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდა.ისტორიკოსთა გადმოცემით იბრაჰიმი სრულ ჭკუაზე არ იყო და ამიტომ,”ნახევრად შეშლილად” მოიხსენიებდენ.გამოირჩეოდა ავხორცობითა და მფლანგველობით.იბრაჰიმმა იმპერია განადგურების პირამდე მიიყვანა,რის გამოც იგი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მმართველად არის მიჩნეული ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში.მისი სისასტიკე კი ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იბრაჰიმ I,არა მარტო თავისი იმპერიის,არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გზავნიდა გზირებს,რათა მათ მოეძებნათ ისეთი ქალი სულთნის ჰარემისათვის,რომელიც შესანიშნავი პირისახის,თუმცა დიდი წონის იქნებოდა. და მიაგნო კიდეც სომხეთში ქალს,რომლის წონაც 150 კილოგრამს შეადგენდა.ოსმალეთში ჩაყვანის შემდეგ,იგი იბრაჰიმმა ცოლად შეირთო.მოგვიანებით,სულთანმა ქალს (მიუხედავად იმისა,რომ მას ჰარემიდან არსად უშვებდა) დამასკოს მართველის ტიტული მიანიჭა და უამრავი სიმდიდრეც უბოძა.მცირე დროის გასვლის შემდეგ იბრაჰიმ I-ს მიუვიდა ინფორმაცია,იმის შესახებ,რომ თავის ჰარემში უცხო მამაკაცი იქნა შენიშნული.ამ ფაქტით განრისხებულმა იმპერატორმა ჰარემში მყოფი თავისი 280-ივე ცოლი,თავის უსაყვარლეს ქალთან ერთად ბოსფორის სრუტეში დაახრჩობინა.ასევე,მისი შეურაცხადობის თვალნათელი მაგალითია ისიც,რომ გასცა ბრძანება,სულთნის სასახლეში მდებარე აუზებში,თევზებისათვის არა საჭმელი არამედ ოქროს მონეტები ჩაეყარათ და ამით გამოეკვებათ ისინი.მისი სიშლეგე იქამდეც მივიდა,რომ გადაწყვიტა დაებეგრა სასულიერო პირები.ამ ფაქტმა კი იმპერიის ისედაც გაუბედურებული მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.სასულიერო პირებისა და ხელფასის გარეშე დარჩენილი იანიჩარების შეთქმულების შედეგად იბრაჰიმ I,1648 წლის 12 აგვისტოს გაგუდული იქნა.მის შემდეგ ოსმალეთის იმპერიას სათავეში ჩაუდგა მეჰმედ IV,რომელიც თავის მხრივ იბრაჰიმის ვაჟი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-18 სულთანი იბრაჰიმ I,ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო,ისტორიაში “შეშლილის” სახელით არის მოხსენებული.