მარკ ტვენის შესახებ…

გენიალურ ამერიკელ მწერალს –  სამუელ ლენგჰორ კლემენსს (1835-1910 წლები),ყველა მოიხსენიებს,როგორც - მარკ ტვენი,თუმცა ეს მისი ლიტერატურული ფსევდონიმია.გარდა მარკ ტვენისა,მას კიდევ არაერთი ლიტერატურურლი ფსევდონიმი გააჩნდა.მათ შორის – მაწანწალა,ჯოში,თომას ჯეფერსონ სნოდგრასი,სერჟანტი ფატომი და უ.ელამინონდას ადრასტუს ბლაბი.მარკ ტვენი მეგობრობდა გენიალურ სერბ ფიზიკოსთან – ნიკოლა ტესლასთან,რომელიც ათასზე მეტი ფუნდამენტალური სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მწერალმა თავადაც დააპატენტა რამოდენიმე საკუთარი გამოგონება,მათ შორის – თვითრეგულირებადი წვივსაკრავი.მარკ ტვენი თამბაქოს დიდი მოყვარული გახლდათ.ამ მავნე ჩვევის შესახებ ცნობილია მისი ფრთიანი გამონათქვამიც: “არაფერია იმაზე ადვილი ვიდრე თამბაქოზე თავის დანებება,ეს მე კარგად ვიცი,რადგან თავადაც ათასჯერ მაქვს თავი დანებებულიო”.თამბაქოს მოწევა ჯერ კიდევ 8 წლის ასაკიდან დაიწყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი აქტიური მომხმარებელიც იყო.დღეში საშუალოდ 20-40 ღერ სიგარეტს ეწეოდა.აღსანიშნავია,რომ მწერალი ყოველთვის ირჩევდა და ეწეოდა,ყველაზე მყრალ და იაფფასიან სიგარეტს. (ავტორი გენია.ჯი)