“ვოინიჩის ხელნაწერი” – (იდუმალი წიგნი)
“ვოინიჩის ხელნაწერი” - გახლავთ საიდუმლოებით მოცული წიგნი,რომელიც დაწერილია 500 წლის წინად,უცნობი ავტორის მიერ,უცნობი ანბანით.ამ საოცარი წიგნის გაშიფვრა არა ერთმა მეცნიერმა სცადა,თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.ამიტომ მას - ”კრიპტოგრაფიის გრაალიც”კი შეარქვეს.”ვოინიჩას წიგნის სახელი”,ამ იდუმალებით მოცულ წიგნს ლიტვური წარმოშობის ამერიკელი წიგნებით მოვაჭრის – ვილფრედ ვოინიჩის საპატივცემულოდ ეწოდა (ქმარი ცნობილი მწერლის – ეტენ ლილიან ვოინიჩისა,რომელიც ავტორი გახლავთ შესანიშნავი ნაწარმოებისა – “კრაზანები”).სწორედ ვილფრედმა შეიძინა აღნიშნული წიგნი 1912 წელს,რის შემდეგაც გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.დღესდღეობით – “ვოინიჩის ხელნაწერი”,იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების – “ბაინეკის ბიბლიოთეკაშია” დაცული.იგი შედგება 240 ფურცლისაგან,ზომები 15 სანტიმეტრი 23 სანტიმეტრზეა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა გვერდების ნუმერაციები დაზიანებულია.ბევრი გვერდი კი დაკარგული.წიგნში უამრავი ილუსტრაცია და 170 000 ნიშანია.მასში მოყვანილი გამოუცნობი ანბანი 30-მდე ასოთი შედგება.წიგნის ბოლო ფურცლებზე ძირითადად სურათებია გამოსახული,რომელთა თემატიკაა – ბოტანიკური,ბიოლოგიური,ასტრონომიული,კოსმოლოგიური და ფარმაცევტული რეცეპტები.ამასთანავე მასში გამოსახულია უამრავი მისტიკური და გამოუცნობი ფიგურა.მიუხედავად იმისა,რომ პროფესიონალი ლინგვისტები,კრიპტოგრაფები და მათემატიკოსები იყვნენ (და არიან ჩართული) მის გაშიფვრაში,შედეგი მაინც მიუღწეველია.ზოგიერთი მეცნიერი კი ირწმუნება,რომ შიფრის ამოხსნა ყოვლად შეუძლებელია.მეორე ნაწილი მეცნიერებისა კი მიიჩნევს,რომ წიგნის ანბანი ერთგვარი მისტიფიკაციაა.ამ მიზეზთა გამო “ვოიჩინის ხელნაწერი” წიგნი,”ექვს საიდუმლო სამეცნიერო აღმოჩენას” შორის იმკვიდრებს ადგილს,რაც მის მიმართ კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. (ავტორი გენია.ჯი)